Jump to content

Recommended Posts

Posted

ცნობილი გახდა კოდური დასახელება Aldebaran-ის მქონე მაღალი წარმადობის გამოთვლებისთვის განკუთვნილი გრაფიკული პროცესორისა და მის საფუძველზე არსებული Instinct სერიის ამაჩქარებლების ტექნიკური მახასიათებლები. სიახლე ინსაიდერმა, მეტსახელად ExecutableFix-მა გააზიარა. წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად AMD ამზადებს MI200 სერიის ორ მოდელს: MI250X და MI250. უმცროს მოდელს ექნება ნაკლები Compute Unit (CU) ბლოკები და შედარებით დაბალი სიხშირეები. 

image.jpeg 

არაოფიციალური ცნობებით, CDNA 2 არქიტექტურაზე დამყარებული გრაფიკული პროცესორი AMD Instinct MI250X წარმოებული იქნება 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით, ექნება 110 CU და მაქსიმალური სიხშირე 1.7 გჰც. მეხსიერების ქვესისტემაში შესული იქნება 128 გბ HBM2e მეხსიერება, ამაჩქარებლის სითბური სიმძლავრე კი შესაძლოა 500 ვატს აღწევდეს. ჯერჯერობით AMD-ს არ დაუკონკრეტებია CDNA 2 ამაჩქარებლების წარმოების ტექნოლოგია და შემოიფარგლა მხოლოდ Advanced Node-ის განმარტებით ამჟამინდელ 7-ნანომეტრიან ტექპროცესთან შედარებისას. 

image.png 

image.png 

წყარო: Twitter @ExecuFix [1] და [2] 

ინსაიდერი მიუთითებს 47.9 ტერაფლოპს გამომთვლელ წარმადობაზე, თუმცა არ აზუსტებს რომელ ოპერაციებში. მხოლოდ ვარაუდი შეიძლება, რომ ეს არის წარმადობა ორმაგი სიზუსტის რიცხვებით მუშაობისას, შესაძლოა, მატრიცულ ოპერაციებში. FP16 და BF16 ფორმატებთან მუშაობისას გამოთვლითი წარმადობა აღწევს 383 ტერაფლოპს, სავარაუდოდ, ამ შემთხვევაშიც მატრიცულ ოპერაციებზეა საუბარი. 

გასულ წელს AMD-მ წარმოადგინა FP64 ვექტორულ ოპერაციებში რეკორდული გამოთვლითი წარმადობის (11.5 Tflops) მქონე Instinct MI100 ამაჩქარებელი. როგორც ჩანს, AMD მზადაა 120 CU-ით აღჭურვილი და 1.5 გჰც-ზე მომუშავე MI100-დან დიდი ნახტომის გაკეთებისთვის. 

AMD Instinct MI250/X-ში პირველად იქნება გამოყენებულია გრაფიკული პროცესორი მულტი-ჩიპის დიზაინით. ამ დრომდე არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია, თუ რამდენი ჩიპლეტი ექნება მას, სხვადასხვა ცნობების მიხედვით მათი რიცხვი შესაძლოა იყოს ორიდან ოთხამდე. ინსაიდერს არ დაუკონკრეტებია, 110 CU არის ერთი ჩიპლეტის  თუ მთლიანი გრაფიკული პროცესორის კონფიგურაცია. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.