Jump to content

Recommended Posts

Posted

აეროკოსმოსური კომპანია SpaceX ტეხასში არსებულ ბაზაზე აგრძელებს მრავალჯერად ხომალდ Starship-ის მომზადებას ისტორიაში პირველი ორბიტალური სატესტო ფრენისთვის. ძრავ Raptor-ის ვაკუუმური ვერსიის პირველი სტატიკური აალების გამოცდიდან მოკლე დროში SpaceX-ის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ხომალდი Starship პირველი სატესტო ფრენისთვის მზად მომდევნო თვეში იქნება, თუმცა მანმდე აუცილებელია ნებართვის მიღება მარეგულირებელი ორგანოებისგან. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: SpaceX 

ორბიტალური ფრენების განსახორციელებლად SpaceX-მა უნდა მიიღოს ნებართვა აშშ- ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციისგან (FAA). არსებული ცნობების თანახმად FAA- სურს ნახოს, რომ SpaceX-მა მიიღო უსაფრთხოების ყველა აუცილებელი ზომა, რათა გარანტირებულ იქნას მინიმალური რისკი იმ შემთხვევისთვის, თუკი ხომალდის გაშვებისას საგანგებო მდგომარება შეიქმნება. 

ამ ეტაპზე ხომალდის გაშვებისა და ფრენის დროს პრობლემების წარმოქმნის ალბათობა არც ისე მცირეა. ჩვენ უკვე ვნახეთ SpaceX-ის რამდენიმე წარუმატებლობა წარსულში, Starship-ის პროტოტიპების ადრეული ვერსიები აფეთქდა ან „სწრაფად, მოულოდნელად დაიშალა“, როგორც ამას ინდუსტრია ზოგჯერ უწოდებს. თუმცა, ლონ მასკის კომპანიას ასევე აქვს წარმატებული ტესტები, რომელთა დროსაც ხომალდის პროტოტიპი წარმატებით აფრინდა ატმოსფეროში და შემდეგ ოხდა კონტროლირებადი დაშვება. 

SpaceX-ისთვის შემდეგი მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება Starship-ის ფრენა Super Heavy რაკეტით დედამიწის ატმოსფეროს გარეთ. კომპანია ტექნიკურად მზად არის ამისათვის, თქვა მასკმა, მაგრამ საჭირო გადაწყვეტილებების მიღებას დიდი დრო დასჭირდება. ასევე შესაძლებელია, რომ FAA-მ გადადოს ზოგიერთი საკითხის განხილვა და SpaceX-ს მისცეს დროებითი ნებართვა, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს Starship-ის პირველი ორბიტალური ფრენა წლის ბოლომდე განახორციელოს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.