Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

მაინინგ-კომპანია Atlas Mining-მა განაცხადა, რომ მრავალწლიანი შეთანხმება გააფორმა ჰოსტინგ-პროვაიდერ Compute North-თან, რაც მოიაზრებს კრიპტოვალუტების მოპოვებისთვის საჭირო 100 ვტ სიმძლავრის ღჭურვილობის განთავსებას. 

პრეს-რელიზის თანახმად, ASIC მაინერების განლაგება შეერთებულ შტატების ტერიტორიაზე მონაცემთა ცენტრებში 2022 წლის პირველ კვარტალში დაიწყება. 

მოსალოდნელია, რომ აღჭურვილობის ამოქმედების შემდეგ მისი საერთო ჰეშრეითი იქნება დაახლოებით 3.7 EH/წმ. 

Atlas Mining-მა გარიგებას გლობალური ექსპანსიის ნაწილი უწოდა. კომპანია, რომლის სათაო ოფისი სინგაპურში მდებარეობს, აფართოებს მაინინგ ოპერაციებს ჩრდილოეთ ამერიკასა და ცენტრალურ აზიაში, ასევე სხვა რეგიონებში. 

საერთო ჯამში კომპანიამ შეიძინა 200 ათასზე მეტი ASIC მაინერი და აპირებს გააგრძელოს ეს ტენდენცია "მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში". 

Atlas ფლობს მაინინგისთვის საჭირო, 400 მეგავატი სიმძლავრის ინფრასქტუქტურასთან დაკავშირებულ კონტრაქტებს და გეგმავს ნახევარი წლის განმავლობაში კიდევ 1 გიგავატის დამატებას. 

შეგახსენებთ, რომ ივლისში ჩინელი მაინერების მიგრაციის ფონზე Compute North-მა დააანონსა მონაცემთა ცენტრების სიმძლავრის გაფართოება 1.2 გიგავატამდე. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.