Jump to content

Recommended Posts

Posted

Twitter-ის დამფუძნებელმა ჯეკ დორსიმ (Jack Dorsey) განაცხადა, რომ მის მიერ დაფუძნებული კომპანია Square აპირებს ააგოს Bitcoin-ის მაინინგის საკუთარი სისტემა. ამისთვის შემუშავდება ახალი აპარატული არქიტექტურა და უფასო პროგრამული უზრუნველყოფა ღია კოდით. 

image.jpeg 

წყარო: reuters.com 

Square მსგავს მიდგომას უკვე იყენებს Bitcoin-ისთვის განკუთვნილი აპარატული საფულის შექმნასთან მიმართებაში, რომელზე მუშაობა ზაფხულის მიწურულს დაიწყო. მაინინგ-სისტემის შექმნა, რა თქმა, უნდა, ბევრად რთული ამოცანაა - როგორც დორსიმ განმარტა, არასტანდარტული ჩიპების შემუშავება მეტად ძვირი ჯდება. ეს იქნება ახალი სფერო საგადახდო კომპანიისთვის, რომელიც ყოველთვის კრიპტოვალუტების მომხრე იყო. Square-ის ხელმძღვანელს ჯერჯერობით არ გაუსაჯაროვებია დეტალები, თუ როგორ იმუშავებს ახალი სისტემა. 

პროექტის მთავარი მიზანია მაინინგი უფრო ეფექტური და ხელმისაწვდომი გახდეს მეტი ადამიანისთვის, რამაც შეიძლება გადაჭრას კრიპტოვალუტის მოპოვებასთან დაკავშირებული ორი უმნიშვნელოვანესი პრობლემა. პირველი გამოწვევა არის ენერგიის ჭკვიანური გამოყენება: მაქსიმალური ეფექტურობა და განახლებადი წყაროები. და ეს მოითხოვს ინოვაციურ გადაწყვეტილებებს აპარატურულ და პროგრამულ უზრუნველყოფაში. 

დორსი მეორე პრობლემად მიიჩნევს თანამედროვე მაინინგ-სისტემების სირთულის მაღალ დონეს, მათ შორის სპეციალიზებულ აღჭურვილობასა და კომპიუტერის მეშვეობით მაინინგის შემთხვევებში. დორსი დარწმუნებულია, რომ იდეალურ შემთხვევაში თანამედროვე მაინინგ სისტემა მუშაობისთვის მზად უნდა იყოს ქსელში შეერთებისთანავე. 

დაბოლოს, ის მიიჩნევს, რომ თანამედროვე ბაზრის კიდევ ერთი პრობლემაა ის ფაქტი, რომ ძალიან ცოტა კომპანიაა დაკავებული აპარატული გადაწყვეტილებების შემუშავებით. ეს იწვევს კომპონენტების დეფიციტს და ფასების დაუსაბუთებელ ზრდას. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.