Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია MSI-მ Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა თიზერი Intel Z690 სისტემურ ლოგიკაზე დამყარებული სამომავლო დედა დაფების ფოტოებით. სურათების ტიპური დიზაინი გვიჩვენებს MEG ACE სერიის დედა დაფას ოქროსფერი ჩანართებით, MAG Tomahawk-ს - სამხედრო სტილის დიზაინით და უცნობ მოდელს MPG სერიიდან, რომელიც უჩვეულო ღია ვერცხლისფერშია წარმოდგენილი. 

image.jpeg 

სავარაუდოდ, შეტობინება გამოქვეყნდა სპეციალურ ღონისძიება The Next Playground-ზე ყურადღების მიპყრობის მიზნით, სადაც შესაძლებეია პირველად გამოჩნდეს კოდური დასახელება Alder Lake-S-ის მქონე მე-12 თაობის სამომავლო Intel Core დესკტოპ პროცესორებისთვის განკუთვნილი ახალი დედა დაფები. ღონისძიება The Next Playground 2 ნოებრისთვისაა დაგეგმილი. 

იმავდროულად, ენთუზიასტმა Twitter-იდან - @momomo_us-მა შეადგინა MSI- (და არა მხოლოდ) მრავალი მომავალი დაფის წინასწარი სია. სტატიის წერის მომენტში ჩამონათვალი მოიცავდა 24 პოზიციას, მათ შორის არის მოდელები წარმოდგენილი ორი ვერსიით, DDR4 ან DDR5 ოპერატიული მეხსიერების მხარდაჭერით. ფლაგმანური პროდუქტები ამჟამად სიაში მოცემულია მხოლოდ DDR5 სტანდარტის მხარდაჭერით. 

image.png 

წყარო: Twitter @momomo_us 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.