Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

20 წლის შემდეგ Xbox-ის პირველი კონსოლის ავტორმა Seamus Blackley-მ გადაწყვიტა გაეზიარებინა ამ დრომდე უცნობი და საინტერესო დეტალები. მისი თქმით, კომპანია Microsoft-ის პირველ კონსოლში წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო AMD-ის და არა Intel-ის მიერ წარმოებული პროცესორი. როგორც აღმოჩნდა, თავდაპირველად დეველოპერებისთვის განკუთვნილი ყველა კომპლექტი, რომლებზეც იქმნებოდა მათ შორის Xbox-ის ანონსის დემო სცენები, მუშაობდა AMD-ის პროცესორის მქონე პლატფორმაზე.  

მაგრამ 2001 წლის 7 ნოემბერს ლას-ვეგასში გამართულ გამოფენა CES 2001-ზე მოხდა Xbox-კონსოლის წარდგენა Intel-ის პროცესორითა და NVIDIA-ს გრაფიკული ჩიპით. მთავარი კომპონენტების ცვლილების გადაწყვეტილება ბილ გეითსმა ფაქტობრივად ანონსის წინ მიიღო მას შემდეგ, რაც მას წინადადებით მიმართა Intel-ის იმდროინდელმა გენერალურმა დიექტორმა ენდრიუ გროუვმა. Seamus დარწმუნებულია, რომ ეს გადაწყვეტილება მიებულ იქნა არა ტექნიკური, არამედ წმინდა პოლიტიკური მიზეზებით. იგი იხსენებს, რომ ზემოხსენებულ გამოფენაზე დარბაზის წინა რიგებში AMD-ის ინჟინრები ისხდნენ და ამბობს, რომ ვერასდროს დაივიწყებს მათ სევდიან სახეებს. 

Seamus Blackley არ აცხადებს, AMD-ის კონკრეტულად რომელი პროცესორი იყო მოცემული Microsoft Xbox-ის პირველ პროტოტიპში, თუმცა მისი სერიული ანალოგი იმ დროს AMD-ის ხაზში უნდა ყოფილიყო. მომდევნო კონსოლ Xbox 360-ში გამოყენებულ იქნა უკვე PowerPC-ის და არა Intel-ის პროცესორი. 2013 წლიდან კი პლატფორმა Xbox One მთლიანად გადავიდა AMD-ს ჩიპებზე. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.