Magdalena Posted October 16, 2021 Posted October 16, 2021 20 წლის შემდეგ Xbox-ის პირველი კონსოლის ავტორმა Seamus Blackley-მ გადაწყვიტა გაეზიარებინა ამ დრომდე უცნობი და საინტერესო დეტალები. მისი თქმით, კომპანია Microsoft-ის პირველ კონსოლში წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო AMD-ის და არა Intel-ის მიერ წარმოებული პროცესორი. როგორც აღმოჩნდა, თავდაპირველად დეველოპერებისთვის განკუთვნილი ყველა კომპლექტი, რომლებზეც იქმნებოდა მათ შორის Xbox-ის ანონსის დემო სცენები, მუშაობდა AMD-ის პროცესორის მქონე პლატფორმაზე. მაგრამ 2001 წლის 7 ნოემბერს ლას-ვეგასში გამართულ გამოფენა CES 2001-ზე მოხდა Xbox-კონსოლის წარდგენა Intel-ის პროცესორითა და NVIDIA-ს გრაფიკული ჩიპით. მთავარი კომპონენტების ცვლილების გადაწყვეტილება ბილ გეითსმა ფაქტობრივად ანონსის წინ მიიღო მას შემდეგ, რაც მას წინადადებით მიმართა Intel-ის იმდროინდელმა გენერალურმა დიექტორმა ენდრიუ გროუვმა. Seamus დარწმუნებულია, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა არა ტექნიკური, არამედ წმინდა პოლიტიკური მიზეზებით. იგი იხსენებს, რომ ზემოთხსენებულ გამოფენაზე დარბაზის წინა რიგებში AMD-ის ინჟინრები ისხდნენ და ამბობს, რომ ვერასდროს დაივიწყებს მათ სევდიან სახეებს. Seamus Blackley არ აცხადებს, AMD-ის კონკრეტულად რომელი პროცესორი იყო მოცემული Microsoft Xbox-ის პირველ პროტოტიპში, თუმცა მისი სერიული ანალოგი იმ დროს AMD-ის ხაზში უნდა ყოფილიყო. მომდევნო კონსოლ Xbox 360-ში გამოყენებულ იქნა უკვე PowerPC-ის და არა Intel-ის პროცესორი. 2013 წლიდან კი პლატფორმა Xbox One მთლიანად გადავიდა AMD-ს ჩიპებზე. https://overclockers.ru/blog/RaddaR/show/57586/sozdatel-pervoj-pristavki-xbox-rasskazal-pochemu-v-nej-dolzhen-byl-stoyat-processor-amd-a-ne-intel Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.