Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Acer-მა წარადგინა ეკოლოგიური კომპიუტერების სერია Vero, რომელშიც შედის რიგითი სამომხმარებლო ლეპტოპები Aspire Vero და კომერციული სექტორისთვის განკუთვნილი TravelMate Vero მოდელები. მოწყობილობის კორპუსი დამზადებულია გადამუშავებული პლასტმასისგან და მოთავსებულია გადამუშავებულ შეფუთვაში. 

image.jpeg 

Acer Aspire Vero-ს კორპუსის 30% გადამუშავებული მასალისაა, აგრეთვე კლავიატურის 50%. 15.6-დუიმიანი IPS მატრიცა Full HD გაფართოებით 99%-ით გამოდგება მეორადი გადამუშავებისთვის. ლეპტოპი დამყარებულია Intel Core Tiger Lake პროცესორებზე Intel Iris Xe გრაფიკით. პროგრამული უზრუნველყოფა VeroSense მომხმარებელს საშუალებას აძლევს აირჩიოს გამოყენების რეჟიმი, რომელიც ოპტიმიზებულია ენერგოეფექტურობისა და ავტონომიური მუშაობის დროის მხრივ. 

image.jpeg 

Acer Aspire Vero-ს აქვს Wi-Fi 6-ს მხარდაჭერა, USB-C პორტი და ორი USB-A კონექტორი. ლეპტოპთან ერთად Acer-მა წარადგინა მაუსი Macaron Vero, მაუსპედი და ლეპტოპის შალითა, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთა მასალებისგანაა დამზადებული. 

Acer TravelMate Vero, რომელიც ასევე ეკოლოგიურად სუფთა მასალებისგან არის დამზადებული, განკუთვნილია ბიზნეს-მომხმარებლებისთვის. მას აქვს მე-11 თაობის პროცესორი Intel Core i7, 16 გბ DDR4 ოპერატიული მეხსიერება და 1 ტერაბაიტამდე მოცულობის SSD. Aspire Vero-ს მსგავსად ეს ლეპტოპიც Windows 11-ზე მუშაობს. 

image.jpeg 

ლეპტოპებისა და მათი აქსესუარების პარალელურად Acer-მა წარადგინა მინი პერსონალური კომპიუტერი Veriton Vero Mini, რომელშიც გამოყენებულია vPro ტექნოლოგიის მქონე Intel Core პროცესორები. საკომუნიკაციო საშუალებებიდან აღსანიშნავია Wi-Fi 6 და Wi-Fi 6E. მინი პერსონალურ კომპიუტერთან ერთად Acer-მა გამოუშვა მონიტორი Vero BR277, რომლის კორპუსის 50% გადამუშავებული პლასტმასისაა. მოწყობილობას აქვს Full HD გაფართოების IPS მატრიცა, დისპლეი დაფარულია არეკვლის საწინააღმდეგო პანელით - ComfyView. ტექნოლოგია BlueLightShield ამცირებს თვალებისთვის მავნე ლურჯ გამოსხივებას. რა ქმა უნდა, კომპიუტერის და მონიტორის შეფუთვებიც გადამუშავებად მასალას წარმოადგენს. 

image.jpeg 

Acer-მა ისაუბრა პროგრამა Earthion-ის წარმატების შესახებ, რომელიც არსებული ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრისკენაა მიმართული. დღესდღეობით Acer-მა, მისი გლობალური ქვეგანყოფილებებისა და შვილობილი კომპანიების ჩათვლით, წარმატებით მიაღწია 2020 წლის მიზანს - მავნე ნარენები 60%-ით შეამცირა. კომპანია ამჟამად მიმართავს განახლებადი ენერგიის წყაროებზე სრულიად გადასვლისთვის საჭირო ზომებს, რაც 2035 წლისთვის უნდა შესრულდეს. 

image.jpeg 

Acer Aspire Vero-ს ფასი 699 აშშ დოლარია, TravelMate Vero-ს საბაზისო ვერსია მასზე 200 აშშ დოლარით მეტი ღირს. მონიტორი Vero BR277 გაიყიდება 299 $-ად, მაუსი Macaron Vero – 25 აშშ დოლარად, ეკოლოგიურად სუფთა მაუსპედი  - 20$-ად, ლეპტოპის ქეისი ფასი კი 25 აშშ დოლარი იქნება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.