Magdalena Posted October 14, 2021 Posted October 14, 2021 ედვარდ სნოუდენი ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილი თანამშრომელია. მან გაავრცელა ინფორმაცია აშშ-ის მხრიდან როგორც საკუთარ, აგრეთვე სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე განხორცილებული უკანონო თვალთვალის შესახებ. სნოუდენმა, რომელიც ამჟამად უფლებადამცველია, ამჯერად ისაუბრა სახელმწიფო ციფრული ვალუტების შესაძლო საფრთხის შესახებ, როგორიცაა ციფრული დოლარი ან ციფრული იუანი. სნოუდენი აცხადებს, რომ მსგავსი ვალუტები ხელისუფლებას აქცევს ნებისმიერი ტრანზაქციის ცენტრად: ამით ეს ვალუტები წარმოადგენს კრიპტოვალუტების დეცენტრალიზებული და ყოველგვარი გარე კონტროლისგან თავისუფალი იდეის დამახინჯებას. ასევე, ზოგიერთი უფლებადამცველი, იურისტი და საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტი აცხადებს, რომ სახელმწიფო ვალუტების ფართოდ დანერგვა საშუალებას მისცემს ისეთ ტოტალიტარულ რეჟიმებს, როგორიცაა ჩინეთი, განახორციელონ დამატებითი ზეწოლა მათ მიმართ არალოიალურ მოქალაქეებზე. „ასეთი ვალუტა სპეციალურად იქმნება იმისთვის, რომ მოგაკლოთ თქვენი საკუთარი ფულის ფლობის ფუნდამენტური უფლება“ - განაცხადა სნოუდენმა, გადაჭრით დაუპირისპირდა ცენტრალური ბანკების ვალუტებს და აღნიშნა, რომ დოლარების უმეტესობა ფაქტობრივად უკვე ციფრულია (აქ მან როგორც ჩანს იგულისხმა უნაღდო ანგარიშსწორებების ჩაწერა ბანკების მონაცემთა ბაზებში). https://bit.ly/3DvQADw
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now