Magdalena Posted October 12, 2021 Posted October 12, 2021 კომპანია ASUS-მა წარადგინა რკალისებრი ფართო ფორმატის გეიმინგ მონიტორი TUF Gaming VG30VQL1A, რომელიც მიმდინარე წლის აგვისტოში გამოსულ, უფრო კომპაქტურ მოდელ VG28UQL1A-ს მოგვაგონებს. მონიტორს აქვს 30-დუიმიანი VA-მატრიცა, რომლის სიმრუდის რადიუსია 1500 მმ (1500R), გაფართოება შეადგენს 2560 × 1080 პიქსელს, რეაქციის დროა 1 მილიწამი, კადრის განახლების სიხშირე - 200 ჰერცი. მონიტორში რეალიზებულია ტექნოლოგია Extreme Low Motion Blur-ის (ELMB) მხარდაჭერა, რომელიც პასუხისმგებელია მოძრავი გამოსახულების გაბუნდოვნების შემცირებაზე. მწარმოებელმა კომპანიამ აგრეთვე მიუთითა, რომ მოწყობილობას აქვს ტექნოლოგია AMD FreeSync Premium-ს მხარდაჭერა, HDR10 და 127-პროცენტიანი sRGB ფერთა გამა. TUF Gaming VG30VQL1A მონიტორის ეკრანის სიკაშკაშის მაქსიმალური მაჩვენებელია 300 კდ/მ2. დისპლეის სტატიკური კონტრასტულობა შეადგენს 3000:1-ს. მონიტორის აღჭურვილობაში შედის ორი HDMI 2.0 და ერთი DisplayPort 1.2a. აგრეთვე ხელმისაწვდომია ორი USB 3.0 პორტი. კომპანია ASUS-ს ჯერჯერობით TUF Gaming VG30VQL1A მოდელის ფასი არ გამოუცხადებია. https://bit.ly/2YBs6tX
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now