Jump to content

Recommended Posts

Posted

Google-მა გააფრთხილა დაახლოებით 14 ათასამდე მომხმარებელი, რომ შესაძლოა ისინი აღმოჩნდნენ APT28 ჯგუფის ჰაკერების, ასევე ცნობილი, როგორც Fancy Bear, სამიზნე. ითვლება, რომ ამ ჯგუფში რუსი ჰაკერები შედიან. კიბერ შეტევა საძიებო გიგანტის სპეციალისტებმა სექტემბრის ბოლოს აღმოაჩინეს. 

image.jpeg 

Shane Huntley, რომელიც Google-ის საფრთხეების ანალიზის ჯგუფს ხელმძღვანელობს, აღნიშნავს, რომ მიმდინარე თვეში გაიგზავნა იმაზე ბევრად მეტი გაფრთხილება საფრთხის შესახებ, ვიდრე ჩვეულებრივ იგზავნება. სწორედ APT28-ის კამპანიამ გამოიწვია Gmail-ის მომხმარებლებისადმი უზარმაზარი რაოდენობის გამაფრთხილებელი შეტყობინებების გაგზავნის საჭიროება. Huntley აცხადებს, რომ ამ გაფრთხილებებზე მოდიოდა ამ თვეში გაგზავნილი ყველა პაკეტის შეტყობინების 86%. ის განმარტავს, რომ ეს შეტყობინებები აფრთხილებს მიმღებს და არ მიუთითებს, რომ მათი Gmail ანგარიში გატეხილია. 

image.jpeg 

სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ასეთი შეტყობინებები ჩვეულებრივია ისეთი ადამიანებისთვის, როგორიცაა აქტივისტები, ჟურნალისტები, ჩინოვნიკები ან ეროვნული უსაფრთხოების სტრუქტურებში მომუშავე ადამიანები, რადგან სწორედ მათზეა მიმართული მსგავსი შეტევები. Fancy Bear კამპანიის ფარგლებში გაგზავნილი ყველა ფიშინგური ელექტრონული წერილი დაბლოკილია Gmail-ის მიერ და არ აღწევს მომხმარებლების ინბოქსში, რადგან ისინი ავტომატურად კლასიფიცირდება როგორც სპამი. 

Google-მა აღნიშნა, რომ აპირებს შეტყობინებები დაგზავნოს ჯგუფურად და არა იმ მომენტში, როდესაც საფრთხეს აღმოაჩენს, რათა ჰაკერებმა ვერ შეძლონ კომპანიის დაცვის სტრატეგიების გამორკვევა. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.