Jump to content

Recommended Posts

Posted

კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ინჟინრებმა შექმნეს რობოტი, სახელად LEONARDO. მისი განსაკუთრებული მახასიათებელია მრავალგვარი მეთოდით გადაადგილების შესაძლებლობა: იგი დადის და ხტუნავს ორ ფეხზე, ბალანსს ინარჩუნებს სკეიტბორდზე ან გაჭიმულ თოკზე და ფრინავს კიდეც. 

image.jpeg 

წყარო: newatlas.com 

რობოტის სიმაღლეა 0.8 მ, მას მარტივად შეუძლია გადაადგილება ორ ქვედა კიდურით და აქვს უნიკალური უნარი - შეინარჩუნოს წონასწორობა. რობოტი წონასწორობას ინარჩუნებს მხრებზე განთავსებული ოთხი ხრახნით და ამით იგი კვადროკოპტერს მოგვაგონებს. ხრახნები საშუალებას აძლევს რობოტს არა მხოლოდ გაათანაბროს თავისი პოზიცია, არამედ აწიოს ჰაერში. შედეგად LEONARDO ადვილად დახტის უხეშ რელიეფზე, გადალახავს კიბეებს და სხვა დაბრკოლებებს. 

image.jpeg 

წყარო: newatlas.com 

„ჩვენ შთაგონება ბუნებისგან ავიღეთ. გაიხსენეთ, როგორ იქნევენ ფრინველები ფრთებს, ხტებიან და გადალახავენ სატელეფონო ხაზებს. როდესაც ფრინველები სიარულიდან ფრენაზე გადადიან, ეს არის რთული, მაგრამ დამაინტრიგებელი მოვლენა. გვინდოდა ამის აღქმა და რაიმეს შესწავლა“ - განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა Soon-Jo Chung-მა. 

რობოტ LEONARDO-ს უნარების სადემონსტრაციო ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე: https://bit.ly/3iBzg8f 

გადაადგილების კომპლექსური მეთოდი LEONARDO-ს უპირატესობას ანიჭებს სხვა რობოტებთან შედარებით. ხრახნები მას უზრუნველყოფენ უფრო ეფექტური ბალანსით, ვიდრე ჩვეულებრივ ორფეხა მანქანებს აქვთ, ფეხები კი ამაგრებენ სხეულს და დატვირთვის დიდ წილს ხრახნებიდან იღებენ. პროექტი მუშავდებოდა ორი წლის განმავლობაში და ამ პერიოდში რობოტმა მოახერხა ლაბორატორიული ტესტებიდან რეალურ პირობებში შესაძლებლობების დემონსტრირებაზე გადასვლა. ინჟინრებმა LEONARDO-ს ასწავლეს გაჭიმულ თოკზე სიარული და სკეიტბორდით გადაადგილებისას საგზაო კონუსების თავიდან არიდება. სამომავლო ვერსიებში პროექტის ავტორები რობოტს უზრუნველყოფენ უფრო მძლავრი ძრავით და მეტად ჭკვიანი ალგორითმებით. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.