Jump to content

Recommended Posts

Posted

კორპორაცია Microsoft-მა წარადგინა 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გეიმპადი პერსონალური კომპიუტერის, Xbox One-ისა და Xbox Series X/S-სთვის, აგრეთვე სადღესასწაულო თემა Xbox Series X/S-ისთვის. მანიპულატორი Anniversary Special Edition Xbox Wireless Controller ნოემბრიდან გაიყიდება. 

image.jpeg 

წყარო: Microsoft 

20th Anniversary Special Edition Xbox Wireless Controller-ის დიზაინი მოგვაგონებს Xbox Debug-ის კონტროლერს. მას აქვს ნახევრად გამჭვირვალე კორპუსი, რომლის მიღმა ჩანს მოვერცხლილი შიდა კომპონენტები. მწვანე ღილაკი Xbox მიუთითებს Xbox-ის ორიგინალ ლოგოზე. მართვის ორგანოები გაფორმებულია კლასიკურ ფერში. 

გეიმპადი ფლობს Xbox Series X/S-ის კონტროლერის თანამედროვე ვერსიის ყველა მახასიათებელს გაუმჯობესებული ერგონომიკის, მცირე შეყოვნებისა და Share ღილაკის ჩათვლით. იგი თავსებადია პერსონალურ კომპიუტერთან, (Windows), Xbox One-თან, Xbox Series X/S-თან, აგრეთვე Android-სა და iOS-თან. 

აღსანიშნავია, რომ გეიმპადის Xbox Series X/S-თან დაკავშირებისას მომხმარებელი მიიღებს სადღესასწაულო დინამიურ თემა 20th Anniversary-ს, რომელიც იუბილეს ეძღვნება. მისი გაზიარება შესაძლებელია მეგობრებისთვის, თუმცა ამისთვის საჭიროა კონტროლერის მათ კონსოლებთან დაკავშირება. გაფორმების შეცვლის შემდეგ თემა ქრება, მისი ხელახალი გამოყენებისთვის საჭირო გეიმპადის თავიდან დაკავშირება. 

image.jpeg 

წყარო: Microsoft 

20th Anniversary Special Edition Xbox Wireless Controller-ის მიახლოებითი ფასი 83.60 აშშ დოლარია, აქსესუარი 15 ნოემბრიდან გაიყიდება. 

  • Thanks 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.