Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Apple-მა გამოაცხადა სმარტ საათ Apple Watch Series 7-ის გაყიდვების დაწყების თარიღი. ახალ საათებზე წინასწარი შეკვეთების მიღება დაიწყება 8 ოქტომბრიდან, მოდელების გამოშვება კი დაგეგმილია 15 ოქტომბრისთვის. ამის შესახებ განცხადება განთავსებულია კომპანიის ვებ-გვერდზე. 

image.jpeg 

წყარო: Apple 

Apple Watch Series 7 - ეს არის Apple-ის სმარტ საათების სერიის გაგრძელება. ახალ სმარტ საათს უფრო დიდი ეკრანი აქვს წინა მოდელებთან შედარებით, რაც მიღწეულ იქნა დისპლეის ირგვლივ ჩარჩოს ზომის შემცირებით. დეველოპერებმა მისთვის აგრეთვე შექმნეს ახალი QWERTY-კლავიატურა და ორი ახალი უნიკალური ციფერბლატი - Contour და Modular Duo. დეველოპერების თქმით, მოწყობილობა უზრუნველყოფს 18 საათამდე სამუშაო ხანგრძლივობას, დამუხტვის სიჩქარე კი გაიზარდა 33%-ით. 

image.jpeg 

წყარო: Apple 

შეკვეთისთვის ხელმისაწვდომია ორი ზომა, 41 და 45 მმ. ალუმინის კლასიკური მოდელები წარმოდგენილი იქნება ფერებში „შუაღამისფერი“, „ვარსკვლავის შუქი“, მწვანე, „ახალი ლურჯი“ და წითელი. შეძენისთვის აგრეთვე ხელმისაწვდომი იქნება უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული საათები ვერცხლისფერ, ოქროსფერ და გრაფიტის ფერებში. გარდა ამისა, კომპანია გამოუშვებს კიდევ ორ მოდელს ტიტანის კორპუსით. 

ალუმინის საბაზისო 41-მილიმეტრიანი Apple Watch Series 7 ვერსიის ფასი 399 აშშ დოლარს შეადგენს. უჟანგავი ფოლადისა და ტიტანისგან დამზადებული მოდელების ფასი ჯერ არ გახმაურებულა.  

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.