Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია განიხილავს Stablecoin-ების იურიდიულ ჩარჩოში ჩართვის შესაძლებლობას. ისინი შეიძლება დაექვემდებაროს იმავე მოთხოვნებს, რომლებიც გამოიყენება საბანკო ინდუსტრიის რეგულირებაში - აცხადებს The Wall Street Journal გაცნობიერებულ წყაროებზე დაყრდნობით. 

გამომცემლობის თანამოსაუბრეები აგრეთვე ელიან, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია მიმართავს კონგრესსაც თხოვნით - განიხილონ კანონპროექტი იმ კომპანიებისთვის სპეციალური დადგენიების შექმნის შესახებ, რომლებიც Stablecoin-ებს უშვებენ. ამ ზომების მიზანია შემცირდეს მარეგულირებლების შეშფოება ამ ციფრული აქტივების გავრცელებასთან დაკავშირებული რისკების მიმართ. 

წყაროების თანახმად აშშ-ის ფინანსთა სამინისტროც დაინტერესებულია სეგმენტზე კონტროლის გამკაცრებით. მათ აღნიშნეს, რომ ფინანსური სტაბილურობის ზედამხედველობის საბჭოს (FSOC) ურჩევენ აღიარონ Stablecoin-ებთან დაკავშირებული საქმიანობა, როგორც სისტემურად მნიშვნელოვანი. 

მან შესაძლოა გამოიწვიოს ის, რომ ფედერალური რეზერვების სისტემა გამოუშვებს რისკების მართვის უფრო მკაცრ სტანდარტებს მსგავსი ორგანიზაციებისთვის მანამ, სანამ ისინი არ რეგულირდება ფედერალურ დონეზე. 

FSOC-ში შედიან აშშ-ის ფინანსთან სამინისტრო, ფედერალური რეზერვების სისტემა, SEC, CFTS და სხვა მთელი რიგი ზედამხედველობის ორგანოები. 

WSJ-ის თანახმად, საბჭოსთან ურთიერთობა არ არის პრიორიტეტი, რადგან კონკრეტული მოთხოვნების შემუშავება შრომატევადი პროცესია. რეკომენდაციები შეტანილი იქნება აშშ-ის პრეზიდენტის ფინანსური ბაზრების სამუშაო ჯგუფის ანგარიშში. ამ უკანასკნელში შედის ფინანსთა მინისტრი ჯანეტ იელენი, ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარე ჯერომ პაუელი და SEC-ის ხელმძღვანელი გარი გენსლერი. 

დმინისტრაცია კონგრესს შესთავაზებს Stablecoin-ების ემიტენტები ჩართოს საბანკო რეგულირებაში. მოვლენების განვითარების ამგვარი ვარიანტი მათთვის სასურველია - აღნიშნეს WSJ-ის წყაროებმა. 

ივლისში მინისტრ იელენის მოწოდება იყო დაეჩქარებინათ Stablecoin-ების მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავება. 

საინფორმაციო მედიის ცნობებით სექტემბერში აშშ-ი ფინანსთა სამინისტრომ განიხილა Stablecoin-ების რისკები და სარგებელი საბანკო საზოგადოებისა და საკრედიტო გაერთიანებების წარმომადგენლებთან. იმავე თვეში გამოჩნდა ინფორმაცია ხაზინის განზრახვის შესახებ - Stablecoin-ების ემიტენტებისთვის დაეკისრებინა ვალდებულება, უზრუნველეყოთ მათი თავისუფალი კონვერტაცია ფიატში. 

გერი გენსლერმა Stablecoin-ებს უწოდა „კაზინოს პოკერის ჩიპები ველურ დასავლეთში", აშშ-ის სენატმა გამოაცხადა ამ ციფრული აქტივების ფიატით სრული უზრუნველყოფის აუცილებლობა. 

შეგახსენებთ, პაუელის თქმით, ფედერალური რეზერვების სისტემა არ აპირებს კრიპტოვალუტების აკრძალვას, მაგრამ გეგმავს Stablecoin-ების სამართლებრივ ჩარჩოში ჩასმას. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.