Magdalena Posted October 5, 2021 Posted October 5, 2021 აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია განიხილავს Stablecoin-ების იურიდიულ ჩარჩოში ჩართვის შესაძლებლობას. ისინი შეიძლება დაექვემდებაროს იმავე მოთხოვნებს, რომლებიც გამოიყენება საბანკო ინდუსტრიის რეგულირებაში - აცხადებს The Wall Street Journal გაცნობიერებულ წყაროებზე დაყრდნობით. გამომცემლობის თანამოსაუბრეები აგრეთვე ელიან, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია მიმართავს კონგრესსაც თხოვნით - განიხილონ კანონპროექტი იმ კომპანიებისთვის სპეციალური დადგენილების შექმნის შესახებ, რომლებიც Stablecoin-ებს უშვებენ. ამ ზომების მიზანია შემცირდეს მარეგულირებლების შეშფოთება ამ ციფრული აქტივების გავრცელებასთან დაკავშირებული რისკების მიმართ. წყაროების თანახმად აშშ-ის ფინანსთა სამინისტროც დაინტერესებულია სეგმენტზე კონტროლის გამკაცრებით. მათ აღნიშნეს, რომ ფინანსური სტაბილურობის ზედამხედველობის საბჭოს (FSOC) ურჩევენ აღიარონ Stablecoin-ებთან დაკავშირებული საქმიანობა, როგორც სისტემურად მნიშვნელოვანი. ამან შესაძლოა გამოიწვიოს ის, რომ ფედერალური რეზერვების სისტემა გამოუშვებს რისკების მართვის უფრო მკაცრ სტანდარტებს მსგავსი ორგანიზაციებისთვის მანამ, სანამ ისინი არ რეგულირდება ფედერალურ დონეზე. FSOC-ში შედიან აშშ-ის ფინანსთან სამინისტრო, ფედერალური რეზერვების სისტემა, SEC, CFTS და სხვა მთელი რიგი ზედამხედველობის ორგანოები. WSJ-ის თანახმად, საბჭოსთან ურთიერთობა არ არის პრიორიტეტი, რადგან კონკრეტული მოთხოვნების შემუშავება შრომატევადი პროცესია. რეკომენდაციები შეტანილი იქნება აშშ-ის პრეზიდენტის ფინანსური ბაზრების სამუშაო ჯგუფის ანგარიშში. ამ უკანასკნელში შედის ფინანსთა მინისტრი ჯანეტ იელენი, ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარე ჯერომ პაუელი და SEC-ის ხელმძღვანელი გარი გენსლერი. ადმინისტრაცია კონგრესს შესთავაზებს Stablecoin-ების ემიტენტები ჩართოს საბანკო რეგულირებაში. მოვლენების განვითარების ამგვარი ვარიანტი მათთვის სასურველია - აღნიშნეს WSJ-ის წყაროებმა. ივლისში მინისტრ იელენის მოწოდება იყო დაეჩქარებინათ Stablecoin-ების მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავება. საინფორმაციო მედიის ცნობებით სექტემბერში აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ განიხილა Stablecoin-ების რისკები და სარგებელი საბანკო საზოგადოებისა და საკრედიტო გაერთიანებების წარმომადგენლებთან. იმავე თვეში გამოჩნდა ინფორმაცია ხაზინის განზრახვის შესახებ - Stablecoin-ების ემიტენტებისთვის დაეკისრებინა ვალდებულება, უზრუნველეყოთ მათი თავისუფალი კონვერტაცია ფიატში. გერი გენსლერმა Stablecoin-ებს უწოდა „კაზინოს პოკერის ჩიპები ველურ დასავლეთში", აშშ-ის სენატმა გამოაცხადა ამ ციფრული აქტივების ფიატით სრული უზრუნველყოფის აუცილებლობა. შეგახსენებთ, პაუელის თქმით, ფედერალური რეზერვების სისტემა არ აპირებს კრიპტოვალუტების აკრძალვას, მაგრამ გეგმავს Stablecoin-ების სამართლებრივ ჩარჩოში ჩასმას. https://bit.ly/3l3YHAJ Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.