Magdalena Posted October 4, 2021 Posted October 4, 2021 კრიპტო ბანკ Galaxy Digital-ის დამფუძნებელმა მაიკ ნოვოგრაცმა CNN-თან კომენტარში განაცხადა, რომ Altcoin-ების უმეტესობა კრიპტოვალუტის ბაზარს დატოვებს უახლოეს წლებში, Bitcoin კი ფუნდამენტურად შეცვლის ფინანსურ სისტემას. მან ასევე მოუწოდა ინვესტორებს, ყურადღება არ მიაქციონ ციფრული ოქროს არასტაბილურობას და გადახედონ ბაზრის საერთო სურათს. „bubble-ბი და მანიები ხდება ისეთი რაღაცეების ირგვლივ, რომლებიც ძირეულად ცვლის ჩვენს აზროვნებას. დეცენტრალიზებული სისტემები ფუნდამენტურად შეცვლის ფინანსებს, ” - ხაზგასმით აღნიშნა ნოვოგრაცმა. მისი თქმით, Bitcoin-ისადმი მზარდი ინტერესი განპირობებულია ტექნოლოგიის არსით. ნოვოგრაცმა განმარტა, რომ კრიპტოვალუტის ინვესტორებს არა მხოლოდ მოგება აინტერესებთ, არამედ მათ, სავარაუდოდ, სჯერათ ფინანსური სისტემის ფუნდამენტური ცვლილებების. Galaxy Digital-ის ხელმძღვანელის პროგნოზის თანახმად Bitcoin-ის ფასი ათი წლის განმავლობაში 500 000 აშშ დოლარამდე გაიზრდება. იმავე პერიოდში კრიპტოვალუტების 75% გაქრება ბაზრიდან - დარწმუნებულია ინვესტორი. ნოვოგრაცმა Bitcoin-ს უწოდა "მომდევნო ინტერნეტი", რომლის ხელიდან გაშვება არცერთ ინვესტორს არ სურს. ივნისში მან თქვა, რომ პირველი კრიპტოვალუტა არასოდეს გახდება გადახდის ინსტრუმენტი, რადგან მისი ბლოკჩეინი არ არის ადაპტირებული ამისათვის. https://bit.ly/3DbXHB3
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now