Jump to content

Recommended Posts

Posted

ინტერნეტ-წყაროებმა Lenovo-ს ვებ-გვერდზე აღმოაჩინეს მოწყობილობა Legion Play-ს რენდერები, ეს არის პორტატული კონსოლი, რომელიც კომპანიას ჯერჯერობით ოფიციალურად არ წარუდგენია. არ არის გამორიცხული, რომ ამ გაჯეტის შესახებ ცნობები ახლო მომავალში გავრცელდეს. 

image.jpeg 

ფოტოების წყარო: liliputing.com 

როგორც ფოტოებიდან ჩანს, კონსოლის ეკრანის მარჯვენა და მარცხენა მხარეებზე თამაშის მართვის ორგანოებია მოცემული. ესენია ორი ანალოგური ჯოისტიკი, D-Pad პანელი და X, Y, A, B ღილაკების მასივი. გარდა ამისა, გათვალისწინებულია ზედა ტრიგერები და მთელი რიგი ფუნქციონალური ღილაკები. 

image.jpeg 

კორპუსის ქვედა ნაწილში მოცემულია სიმეტრიული USB Type-C პორტი, 3.5-მილიმეტრიანი სტანდარტული აუდიოკონექტორი და მიკროფონის ჭრლი ვირტუალურ სივრცეში ხმოვანი ჩატების განსახორციელებლად. 

image.jpeg 

პროგრამული პლატფორმის სახით გამოყენებული იქნება ოპერაციული სისტემა Android სპეციალურად შემუშავებული ინტერფეისით. ხელმისაწვდომია აპლიკაციები Google Play, YouTube-სერვისები, Google Drive და ა.შ. 

image.jpeg 

გაჯეტს სავარაუდოდ არ ექნება ფიჭური კავშირების მხარდაჭერა, ამიტომ მომხმარებლებს მოუწევთ დაკმაყოფილდნენ Wi-Fi-სა და Bluetooth-ით დაკავშირებით. 

კონსოლ Lenovo Legion Play-ს ანონსის თარიღისა და ფასის შესახებ ამჟამად ცნობილი არაფერია. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.