Magdalena Posted September 29, 2021 Posted September 29, 2021 კომპანია MSI-მ დააანონსა სამაგრების კომპლექტი თავის თხევად გაგრილება MEG Coreliquid S-ის, MAG Coreliquid C-სა და MAG Coreliquid P-სთვის, რომლებიც საშუალებას იძლევა ისინი გამოყენებულ იქნას Alder Lake პროცესორებისთვის განკუთვნილ ახალ კონექტორ Intel LGA 1700-თან. ამით კომპანიამ ფაქტობრივად დაადასტურა ახალი პროცესორების გამოშვების თარიღი. ფოტოს წყარო: Intel კომპანიამ აღნიშნა, რომ მისი გაგრილების სისტემების სამონტაჟო ნაკრები ხელმისაწვდომი გახდება მიმდინარე წლის 4 ნოემბრიდან. პორტალ VideoCardz-ის თანახმად იმავე დღეს მოიხსნება აკრძალვა ახალ Alder Lake-S პროცესორებზე მიმოხილვების გამოქვეყნების შესახებ და დაიწყება მათი რეალური გაყიდვები. მე-12 თაობის Core პროცესორების ოფიციალური ანონსი 27 ოქტომბერს გაიმართება ღონისძიება Intel InnovatiON-ზე. ფოტოს წყარო: MSI ბოლო არაოფიციალური ცნობების თანახმად Alder Lake პროცესორების გაყიდვა მოსალოდნელი არ იყო 19 ნოემბრამდე. ამრიგად, ან Intel-მა გადმოწია ვადა, ან ამ დრომდე მოარული ხმები არასწორი აღმოჩნდა. ფოტოს წყარო: MSI უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროისთვის უცნობია როდის გამოვა Intel 600 სერიის ჩიპსეტზე დაფუძნებული ახალი დედა დაფები, რადგან ინფორმაცია 4 ნოემბერს მიმოხილვების გამოქვეყნების აკრძალვის მოხსნის შესახებ ეხება მხოლოდ Alder Lake პროცესორებს. გაყიდვების დაწყებისას მოსალოდნელია Intel Core მე-12 თაობის მინიმუმ სამი მოდელის გამოსვლა: Core i9-12900K, Core i7-12700K და Core i5-12600K. ფოტოს წყარო: VideoCardz ამავე დღეს უნდა დაიწყოს ხსენებული პროცესორების KF-ვერსიების გაყიდვაც, რომელთაც არ გააჩნიათ ინტეგრირებული გრაფიკული ბირთვი Intel Xe. https://bit.ly/3F7j602 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.