Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია MSI-მ დააანონსა სამაგრების კომპლექტი თავის ხევად გაგრილება MEG Coreliquid S-ის, MAG Coreliquid C-სა და MAG Coreliquid P-სთვის, რომლებიც საშუალებას იძლევა ისინი გამოყენებულ იქნას Alder Lake პროცესორებისთვის განკუთვნილ ახალ კონექტორ Intel LGA 1700-თან. ამით კომპანიამ ფაქტობრივად დაადასტურა ახალი პროცესორების გამოშვების თარიღი. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Intel 

კომპანიამ აღნიშნა, რომ მისი გაგრილების სისტემების სამონტაჟო ნაკრები ხელმისაწვდომი გახდება მიმდინარე წლის 4 ნოემბრიდან. პორტალ VideoCardz-ის თანახმად იმავე დღეს მოიხსნება აკრძალვა ახალ Alder Lake-S პროცესორებზე მიმოხილვების გამოქვეყნების შესახებ და დაიწყება მათი რეალური გაყიდვები. მე-12 თაობის Core პროცესორების ოფიციალური ანონსი 27 ოქტომბერს გაიმართება ღონისძიება Intel InnovatiON-ზე. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: MSI 

ბოლო არაოფიციალური ცნობების თანახმად Alder Lake პროცესორების გაყიდვა მოსალოდნელი არ იყო 19 ნოემბრამდე. ამრიგად, ან Intel-მა გადმოწია ვადა, ან ამ დრომდე მოარული ხმები არასწორი აღმოჩნდა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: MSI 

უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროისთვის უცნობია როდის გამოვა Intel 600 სერიის ჩიპსეტზე დაფუძნებული ახალი დედა დაფები, რადგან ინფორმაცია 4 ნოემბერს მიმოხილვების გამოქვეყნების აკრძალვის მოხსნის შესახებ ეხება მხოლოდ Alder Lake პროცესორებს. გაყიდვების დაწყებისას მოსალოდნელია Intel Core მე-12 თაობის მინიმუმ სამი მოდელის გამოსვლა: Core i9-12900K, Core i7-12700K და Core i5-12600K. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: VideoCardz 

ამავე დღეს უნდა დაიწყოს ხსენებული პროცესორების KF-ვერსიების გაყიდვაც, რომელთაც არ გააჩნიათ ინტეგრირებული გრაფიკული ბირთვი Intel Xe. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.