Jump to content

Recommended Posts

Posted

2018 წელს სტარტაპ Eli Electric Vehicles-მა ლოს-ანჯელესიდან დააანონსა კომპაქტური ელექტრომობილი Zero, რომელიც განკუთვნილია მცირე საქალაქო მგზავრობისთვის დაბალი სიჩქარით. ამჯერად კომპანიამ განაცხადა, რომ დაიწყო ამ მანქანის წარმოების საწყისი ციკლი. 

image.jpeg 

ფოტოების წყარო: newatlas.com 

ელექტრომობილებით დაინტერესებულ ზოგ მომხმარბელს დიდად არ სჭირდება დიდი, სწრაფი და შორსმავალი მანქანები მცირე ქალაქებში ან მეგაპოლისებში ყოველდღიური გადაადგილებისთვის. შესაბამისად, იქმნება ისეთი მიკრომანქანების ცალკეულ ბაზარ, რომელთაც ადვილად შეუძლიათ ვირო ადგილებში მოძრაობა. ამგვარი მანქანები მძღოლებსა და მგზავრებს იცავენ უამინდობისგან, თავსდებიან ვიწრო საპარკინგე ადგილებში, მათი ფასი საკმაოდ დაბალია და ექსპლუატაციაც არ ჯდება ძვირი. 

image.jpeg 

ერთ-ერთი პირელი კომპაქტური ელექტრომობილი იყო Renault  Twizy, თუმცა ბოლო წლებში სხვა მოდელებიც გამოჩნდა: შვეიცარიული Microlino, რომლის რელიზი მომდევნო წლისთვისაა მოსალოდნელი, ფრანგული Citroen Mi Ami, აგრეთვე მისი გერმანული ტყუპისცალი Opel Rocks-e. ამჯერად მათ დაემატა „რაიონული“ ელექტრომობილი NEV — Neighborhood Electric Vehicle) Zero, რომლის წარმოების საწყiსი ეტაპი უკვე დაწყებულია.  

image.jpeg 

NEV კატეგორიის ელექტრო მანქანები გამოირჩევიან კომპაქტური ზომებით და დაბალი სიმძლავრით, ასეთი მანქანების მაქსიმალური სიჩქარე ჩვეულებრივ არ აღემატება 40 კმ/სთ-ს. Eli-მ განაცხადა, რომ მანქანებს შეუძლიათ თავისუფლად იმოძრაონ ისეთ გზებზე, სადაც სიჩქარის შეზღუდვა 60 კმ/სთ-ია. ევროპულ ბაზარზე Zero-ს გასაყვანად კომპანიამ მოდელში რამოდენიმე ცვლილება უნდა შეიტანოს: გაზარდოს სამუშაო ძაბვა 48-დან 72 ვოლტამდე, დაამატოს საჭის და მუხრუჭის გამაძლიერებელი, დააყენოს უკანა ხედვის კამერა და დაამუშაოს რამდენიმე სხვა პუნქტი. 

image.jpeg 

ორადგილია ელექტრომობილს აქვს 4 კვტ სიმძლავრის ერთი ძრავი (5.44 ცხენის ძალა), იგი საშუალებას იძლევა მანქანამ განავითაროს 40 კმ/სთ-მდე სიჩქარე. მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს აკომულატორი 5.8 კვტ/სთ სიმძლავრით (გავლის მარაგი 80 კმ) ან 8 კვტ/სთ სიმძლავრის ძრავი (112 კმ). გარდა ამისა, გათვალისწინებულია რეკუპერაციული დამუხტვის სისტემ (ბატარეა იმუხტება დამუხრუჭებისას გამოყოფილი სითბოს მეშვეობით), რაც საშუალებას იძლევა გაიზარდოს სვლის მარაგი. Eli Zero-ს გაბარიტები შეადგენს 225×138×158 სმ-ს, სავალი ნაწილი დამზადებულია ალუმინისგან და წარმოდგენილია McPherson-ის წინა დაკიდების სისტემით, წინა და უკანა საბურავებზე დაყენებულია დისკის მუხრუჭები, მობრუნების რადიუსი 7 მეტრს შეადგენს. სახურავზე მოემულია ლუქი, გათვალისწინებულია უკანა კამერა და პარკინგის სენსორი, გარდა ამისა, სამიდან ორ კონფიგურაციაში ხელმისაწვდომია საჭისა და მუხრუჭის გამაძლიერებლები. 

image.jpeg 

ელექტრომობილის ორი სავარძელი დაფარულია ტექსტილის მასალით ან ხელოვნური ტყავით, ხელმისაწვდომია ბორტ-სისტემა 7-დუიმიანი დისპლეით, გათვალისწინებულია USB-პორტები მობილური მოწყობილობის დამუხტვისთვის, 12-ვოლტიანი როზეტი, აგრეთვე 160 ლიტრი მოცულობის საბარგული. Eli Zero-მ უკვვე მიიღო მიიღო ევროპაში გაყიდვისა და ექსპლუატაციისთვის საჭირო ყველა ნებართვა - პირველი ეგზემპლარები ადგილობრივ დისტრიბუტორებს წარედგინებათ უახლოეს კვირებში, მშობლიურ ამერიკულ ბაზარზე გასვლას კი კომპანია ოდნავ მოგვიანებით გეგმავს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.