Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

არასტაბილურობის მიუხედავად Bitcoin-ს აქვს პოტენციალი გახდეს "21- საუკუნის ციფრული ოქრო". ეს მოსაზრება გამოთქვა ფინანსურ კონგლომერატ Deutsche Bank-ის ბაზრის სტრატეგმა მარიონ ლაბურმა. 

”ხალხი ყოველთვის ეძებდა ისეთ აქტივებს, რომლებიც არ კონტროლდება ხელისუფლების მიერ. ოქრო ასრულებდა ამ როლს საუკუნეების განმავლობაში, ” - განმარტავს ლაბური. 

მისი თქმით, Bitcoin-ის მყიდველთა დაახლოებით ორი მესამედი იყენებს მას ინვესტიციისა და სპეკულაციისთვის და არა - როგორც გადახდის ან გაცვლის საშუალება. 

მან აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტების ბაზარზე რამდენიმე დიდმა შესყიდვამ ან გაყიდვამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მიწოდებისა და მოთხოვნის ბალანსზე. 

Bitcoin მეტისმეტად არასტაბილურია იმისთვის, რომ ჩაითვალოს ფასეულობის შენახვისთვის საიმედო საშუალებად“ - აღნიშნა ლაბურმა. 

სტრატეგმა კრიპტოვალუტების ძირითად პრობლემად ასევე დაასახელა რეგულირების ნაკლებობა. მისი აზრით ციფრული აქტივების მეორე ნაკლოვანებაა გარემოსთვის ზიანის მიყენება. თუმცა ლაბურს სჯერა, რომ უახლოეს წლებში სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება. 

მარტში Deutsche Bank-ის ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ Bitcoin გააგრძელებს ზრდას და ახალ მსხვილ ინვესტორებს მოიზიდავს. ბანკში აქტივს უწოდეს „მეტისმეტად მნიშვნელოვანი უგულვებელყოფისთვის“. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.