Magdalena Posted September 25, 2021 Posted September 25, 2021 კომპანიების პოტენციური თანამშრომლობა შესაძლოა გავრცელდეს ისეთ „System on a Chip“ ელექტრონული სქემების შემუშავებაზე, როგორებიცაა 5G მოდელები, Wi-Fi და სხვა მოდემები ინტერნეტთან წვდომისთვის. ამგვარი კოლაბორაციის შედეგად შესაძლოა გამოვიდეს მოწყობილობები, რომლებშიც გამოყენებული იქნება Mediatek-ის პროცესორების მაღალეფექტური ბირთვები და გრაფიკული არქიტექტურა AMD RDNA. როგორც ComputerBase აცხადებს, ეს არ იქნება Mediatek-ისა და AMD-ის პირველი ერთობლივი საქმიანობა, თუმცა მასშტაბი ამჟამად მცირეა. ახლახანს გავრცელდა ცნობა, რომ AMD-მ შექმნა საკუთარი WiFi ქსელის ჩიპი სახელწოდებით AMD RZ608, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, რეალურად ეს იყო სახელშეცვლილი Mediatek MT7921K. წარსულში AMD მუშაობდა ძირითადად Qualcomm-თან. MediaTek-თან თანამშრომლობა გაზრდის AMD-ის მასშტაბს ბაზრის საწყის დონეზე, რომელსაც ემსახურება MediaTek-ის მრავალი ჩიპი. ამ შეთანხმების დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება და კომპანიებს არ დაუდასტურებით, რომ ინფორმაცია სიმართლეა. გამოფენა CES 2021-ზე AMD-ის გენერალურმა დირექტორმა ლიზა სუმ დაადასტურა, რომ გრაფიკული არქიტექტურა RDNA2 გამოჩნდება Samsung Exynos მოწყობილობებში. მოსალოდნელია, პირველი მობილური მოწყობილობები AMD-ის გრაფიკით 2022 წლის დასაწყისში გამოვა. https://bit.ly/3i5SXoh Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.