Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანიების პოტენციური თანამშრომლობა შესაძლოა გავრცელდეს ისეთ „System on a Chip“ ელექტრონული სქემების შემუშავებაზე, როგორებიცაა 5G მოდელები, Wi-Fi და სხვა მოდემები ინტერნეტთან წვდომისთვის. ამგვარი კოლაბორაციის შედეგად შესაძლოა გამოვიდეს მოწყობილობები, რომლებშიც გამოყენებული იქნება Mediatek-ის პროცესორების მაღალეფექტური ბირთვები და გრაფიკული არქიტექტურა AMD RDNA. 

როგორც ComputerBase აცხადებს, ეს არ იქნება Mediatek-ისა და AMD-ის პირველი ერთობლივი საქმიანობა, თუმცა მასშტაბი ამჟამად მცირეა. ახლახან გავრცელდა ცნობა, რომ AMD-მ შექმნა საკუთარი WiFi ქსელის ჩიპი სახელწოდებით AMD RZ608, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, რეალურად ეს იყო სახელშეცვლილი Mediatek MT7921K. 

image.jpeg 

წარსულში AMD მუშაობდა ძირითადა Qualcomm-თან. MediaTek-თან თანამშრომლობა გაზრდის AMD-ის მასშტაბს ბაზრის საწყის დონეზე, რომელსაც ემსახურება MediaTek-ის მრავალი ჩიპი. ამ შეთანხმების დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება და კომპანიებს არ დაუდასტურებით, რომ ინფორმაცია სიმართლეა. 

გამოფენა CES 2021-ზე AMD-ის გენერალურმა დირექტორმა ლიზა სუმ დაადასტურა, რომ გრაფიკული არქიტექტურა RDNA2 გამოჩნდება Samsung Exynos მოწყობილობებში. მოსალოდნელია, პირველი მობილური მოწყობილობები AMD-ის გრაფიკით 2022 წლის დასაწყისში გამოვა. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.