Magdalena Posted September 23, 2021 Posted September 23, 2021 მაინინგ კომპანია Compass-მა წარადგინა სერვისი სახლის პირობებში Bitcoin-ის მოპოვებისთვის საჭირო ხელსაწყოების მიწოდებისა და სხვადასხვა მაინერის F2Pool-თან დაკავშირებისთვის. მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია ASIC-მაინერების სამი მოდელი: Whatsminer M31S+ ჰეშრეითით 78 TH/s, ფასი 8100 $; Whatsminer M30S ჰეშრეითით 88 TH/s, ფასი 9750 $; Antminer S19 ჰეშრეითით 95 TH/s, ფასი 10 400 $. მიწოდების ვადაა ორიდან სამ კვირამდე შეძენიდან. თავის მხრივ Compass მომხმარებლებს სთავაზობს დახმარებას მაინერების პულთან დაკავშირებაში, აგრეთვე უზურნველყოფს სხვა დამხმარე სერვისებს. Compass-ის გენერალურმა დირექტორმა უიტ გიბსმა განაცხადა, რომ ინიციატივა გაჩნდა საერთო მონაცემთა ცენტრების საწარმოო დეფიციტის ფონზე. „ჩვენ ASIC-ზე მნიშვნელოვანი რაოდენობის მოთხოვნა მივიღეთ პირებისგან, რომელთაც სურთ დაიწყონ Bitcoin-ის მაინინგი სახლში. ბევრი ამჯობინებს მოაწყოს ფერმა სახლში და არ ელოდოს, როდის გახდება მოწყობილობები ხელმისაწვდომი - 2021 წლის მეოთხე კვარტალში თუ 2022 წლის პირველ კვარტალში“ - განაცხადა მან. ამჟამად სერვისი ხელმისაწვდომია მხოლოდ აშშ-ში. მიმდინარე წლის ბოლომდე Compass გეგმავს მის გაფართოებას კანადასა და ევროპაში. საკუთარი შემოთავაზების მთავარ უპირატესობად გიბსმა დაასახელა მისი მხარდაჭერა კომპანიის სპეციალისტების მხრიდან. Compass მომხმარებლებს აგრეთვე სთავაზობს ფასდაკლებას F2Pool-ის საკომისიოზე - 1.3% 2.25%-ის ნაცვლად. გიბსის თქმით, ბაზრის ამჟამინდელი მდგომარეობა ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი პერიოდია Bitcoin-ის მოპოვებისთვის. ამას ასევე ხელს უწყობს ახალი თაობის მოწყობილობების ჰეშრეითის მაღალი მაჩვენებელი. ”ეკონომიკა ნამდვილად შეიცვლება იმის გათვალისწინებით, რომ სახლის მაინერები იხდიან საშუალოდ 0,105 აშშ დოლარს კვტ/სთ-ში,” - განაცხადა მან. ივლისში Compass-მა 20-წლიანი ვადით გააფორმა ხელშეკრულება ატომური ელექტროსადგურის კალიფორნიულ ოპერატორ Oklo-სთან. https://bit.ly/3u6ZZOA Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.