Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

მაინინგ კომპანია Compass-მა წარადგინა სერვისი სახლის პირობებში Bitcoin-ის მოპოვებისთვის საჭირო ხელსაწყოების მიწოდებისა და სხვადასხვა მაინერის F2Pool-თან დაკავშირებისთვის. 

მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია ASIC-მაინერების სამი მოდელი: 

  • Whatsminer M31S+ ჰეშრეითით 78 TH/s, ფასი 8100 $; 

  • Whatsminer M30S ჰეშრეითით 88 TH/s, ფასი 9750 $; 

  • Antminer S19 ჰეშრეითით 95 TH/s, ფასი 10400 $. 

მიწოდების ვადაა ორიდან სამ კვირამდე შეძენიდან. 

თავის მხრივ Compass მომხმარებლებს სთავაზობს დახმარებას მაინერების პულთან დაკავშირებაში, აგრეთვე უზურნველყოფს სხვა დამხმარე სერვისებს. 

Compass-ის გენერალურმა დირექტორმა უიტ გიბსმა განაცხადა, რომ ინიციატივა გაჩნდა საერთო მონაცემთა ცენტრების საწარმოო დეფიციტის ფონზე. 

ჩვენ ASIC-ზე მნიშვნელოვანი რაოდენობის მოხოვნა მივიღეთ პირებისგან, რომელთაც სურთ დაიწყონ Bitcoin-ის მაინინგი სახლში. ბევრი ამჯობინებს მოაწყოს ფერმა სახლში და არ ელოდოს, როდის გახდება მოწყობილობები ხელმისაწვდომი  - 2021 წლის მეოთხე კვარტალში თუ 2022 წლის პირველ კვარტალში“ - განაცხადა მან. 

ამჟამად სერვისი ხელმისაწვდომია მხოლოდ აშშ-ში. მიმდინარე წლის ბოლომდე Compass გეგმავს მის გაფართოებას კანადასა და ევროპაში. 

საკუთარი შემოთავაზების მთავარ უპირატესობად გიბსმა დაასახელა მისი მხარდაჭერა კომპანიის სპეციალისტების მხრიდან. Compass მომხმარებლებს აგრეთვე სთავაზობს ფასდაკლებას F2Pool-ის საკომისიოზე - 1.3% 2.25%-ის ნაცვლად. 

გიბსის თქმით, ბაზრის ამჟამინდელი მდგომარეობა ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი პერიოდია Bitcoin-ის მოპოვებისთვის. ამას ასევე ხელს უწყობს ახალი თაობის მოწყობილობების ჰეშრეითის მაღალი მაჩვენებელი. 

”ეკონომიკა ნამდვილად შეიცვლება იმის გათვალისწინებით, რომ სახლის მაინერები იხდიან საშუალოდ 0,105 აშშ დოლარს კვტ/სთ-ში,” - განაცხადა მან. 

ივლისში Compass-მა 20-წლიანი ვადით გააფორმა ხელშეკრულება ატომური ელექტროსადგურის კალიფორნიულ ოპერატორ Oklo-სთან. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.