Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

Bitcoin-ბირჟა Coinbase-მა უარი თქვა გეგმაზე - გამოეშვა კრიპტოდაგროვებითი ანგარიშები USD Coin-ის (USDC) ბაზაზე ყოველწლიურ 4%-ით SEC-ის საჩივრის შემდეგ - ნათქვამია კომპანიის ბლოგში. 

„ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას კრიპტოინდუსტრიაში ნორმატიული სიცხადის მისაღწევად და ამიტომ მივიღეთ რთული გადაწყვეტილება, რომ ეს არ გავაკეთოთ“ - აღნიშნა Coinbase-მა. 

ბირჟამ პროდუქტი Lend ივნისში დააანონსა. მას უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთი გააჩნია ტრადიციული ბანკების შემოთავაზებებთან შედარებით. კომპანიაში განაცხადეს, რომ ბოლო ექვსი თვის მანძილზე აქტიურად იმუშავეს კომისიასთან პროდუქტის გამოშვებასთან დაკავშირებით. 

თუმცა სექტმბერში SEC-მა Bitcoin-ბირჟა გაფრთხილებ მისცა სასამართლო ძიების შესახებ კრიპტო-შემნახველი ანგარიშების გაშვების შემთხვევაში "ფასიანი ქაღალდების" გამო. Coinbase-ში ხაზი გაუსვეს, რომ კომისიას არ განუმარტავს, რატომ განიხილავს Lend-ს მსგავს სტატუსში. 

Coinbase-ს მხარი დაუჭირა Ripple-ის ხელმძღვანელმა ბრედ გარლინგჰაუსმა. მისი აზრით მარეგულირებლისგან მიღებული გაფრთხილება სავაჭრო პლატფორმას მისი კომპანიის მსგავს სიტუაციაში აყენებს. 

შეგახსენებთ, 16 სექტემბერს Coinbase-მა წარადგინა განცხადება ფიუჩერსული შუამავლის რეგისტრაციისათვის. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ნაბიჯი Bitcoin-ბირჟას საშუალებას მისცემს მიიღოს CFTC ლიცენზია. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.