Jump to content

Recommended Posts

Posted

მას შემდეგ, რაც ინტერნეტში გამოჩნდა ინფორმაცია, რომ Google შაობს დასაკეც Pixel სმარტფონზე კოდური დასახელებით Passport, რესურს 9to5Google-მა სამომავლო ვერსია Android 12-ში (Android 12.1) იპოვა დადასტურება, რომ კომპანია ტესტავს დასაკეცი სმარტფონის კიდევ ერთ ვერსიას. 

image.jpeg 

ცნობილია, რომ მოწყობილობა მუშავდება კოდური დასახელებით Jumbojack. ჯერჯერობით უცნობია მისი დიზაინი. 9to5Google-ის ინფორმაციით მოწყობილობას ექნება ორი ეკრანი, რომელთაგან ერთი გაითიშება სმარტფონის დაკეცვისას. შესაბამისად, როგორც ჩანს Jumbojack-ის დიზაინი Samsung-ის დასაკეცი სმარტფონის მსგავსი იქნება, რომელშიც ძირითადი დისპლეის პარალელურად ხელმისაწვდომია შედარებით მცირე ზომის გარე ეკრანი. სამწუხაროდ, Jumbojack-ის ეკრანის ზომისა და სხვა მახასიათებლების შესახებ ჯერჯერობით ცნობილი არაფერია. 

რსებობს ვარაუდი, რომ კოდური სახელწოდება Jumbojack შესაძლოა მიანიშნებდეს ამერიკული სწრაფი კვების რესტორნების ქსელის ჩიზბურგერ Jumbo Jack-ზე და გულისხმობდეს, რომ სმარტფონი დაიკეცება ჰამბურგერის სტილში ისევე, როგორც Galaxy Z Flip და არა ჰოთ-დოგის სტილში, როგორც დასაკეცი სმარტფონი Galaxy Z Fold. მოკლედ, ჯერჯერობით ეს ყველაფერი ვარაუდები და დაუზუსტებელი ინფორმაციაა. 

Passport-ისგან განსხვავებით, რომელიც როგორც ცნობილია მიმდინარე წლის ბოლოს გამოვა, Jumbojack-ის რელიზის შესახებ ცნობილი არაფერია. შესაძლებელია, რომ ეს მხოლოდ შიდა პროტოტიპია, რომელიც შექმნილია დასაკეცი Android-სმარტფონებისთვის ისეთი ფუნქციების შესაქმნელად და შესამოწმებლად, როგორიცაა გაუმჯობესებული მრავალამოცანიანი რეჟიმები. 

Posted

შეცდომაა დასაკეც სისტემაზე გადასვლა, მოძრავი ყოველთვის რაღაც ხარვეზს მოიტანს, შეილება სასწაული მოხდეს და გაამართლოს მაგრამ მაინც არამგონია

 

 

Posted

დაიხვეწება, გაიაფდება და მერე ხომ გაიყიდება ისევე როგორც ეხლა ჩვეულებრივი სმარტები იყიდება. თანაც იქნებ მოიფიქრონ ნელ-ნელა უფრო საინტერესო მოდელები. აი ადრე რომ იყო ყველა ფირმა თავისას რომ უშვებდა, ძალიან საინტერესო იდეებს და არასტანდარტულ ტელეფონებს. ანდროიდის მერე გაუფერულდა ყველაფერი. აი მონაცემების გარდა რა განსხვავებაა 10 წლის წინანდელ სმარტებსა და ეხლანდელებს შორის? არც არაფერი ზომა, წონა და პერფორმანსი მოიმატა. ფორმა და გამოყენება იგივეა ზუსტად. ხომ ხვდებით რასაც ვგულისხმობ აი ნოკია, სონიერიკსონი, სამსუნგი, მოტოროლა ნაირ ნაირ ტელეფონებს რომ უშვებდნენ ეგრე აღარაა აგერ უკვე 10 წელზე მეტია.

დასაკეცები იმ დონეზე უნდა დაიხვეწოს რომ დიდი ზომის ეკრანი ქონდეს ფიზიკურად მცირე ზომაში. საბოლოოდ პლანშეტს 100% ჩაანაცვლებს და იდეაში სამომავლოდ ტელეფონებმა უნდა ჩაანაცვლონ ლეპტოპები მაინც თუ კომპიუტერებიც არა. სიმძლავრეში ფაქტია რომ მაგრად ვითარდება, ეგ რჩება რომ როგორმე დიდი ზომის ეკრანი ჩაეტიოს მცირეში და დალშე OS-ები კი გამოჩნდება რომ დეველოპმენტი და ყველაფერი შეიძლებოდეს სმარტფონებზე.

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.