Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სამინისტროს საიმიგრაციო და საბაჟო პოლიციამ (ICE) Coinbase-თან გააფორმა კონტრაქტი, რათა წარმოდგენილ იქნას „ბიზნეს-აპლიკაცია“ და „აპლიკაციების შექმნისთვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფა“. 

ხელმოწერილი გარიგების ღირებულებამ შეადგინა 1.36 მლნ აშშ დოლარი, რაც დაახლოებით ორმოცჯერ აჯემატება სამინისტროსთან გაფორმებულ წინა შეთანხმების საფასურს. გარიგება გახდა Bitcoin-ბირჟის ყველაზე დიდი ფედერალური კონტრაქტი. 

აგვისტოში ICE-მ Coinbase-ს 29 ათასი აშშ დოლარი გადაუხადა ანალიტიკური პროგრამული უზრუნველყოფისთვის. დოკუმენტის თანახმად კომპანია "ერთადერთი მმწოდებელია, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს სააგენტოს მიერ მოთხოვნილი სერვისები გონივრული პირობებით", აცხადებს The Block. 

ICE არ არის პირველი სამთავრობო სააგენტო, რომელმაც გამოიყენა Coinbase-ის სერვისები. 2020 წელს DEA და IRS დაინტერესდნენ კომპანიის პროდუქტებით. ისინი გეგმავდნენ პროგრამული უზრუნველყოფ Coinbase Analytics-ის გამოყენებას, რომელიც ადრე ცნობილი იყო სახელწოდებით Neutrino. 

Coinbase-მა Neutrino 2019 წელს შეიძინა. შესყიდვის შემდეგ კომპანია კრიტიკის ქვეშ მოექცა - იტალიური სტარტაპის დამფუძნებლები ჩართულნი აღმოჩნდნენ პროექტ Hacking Team-ში, რომელიც ჯაშუშურ პროგრამებს დიქტატორულ რეჟიმებზე ყიდიდა. 

მოგვიანებით Coinbase-მა კონტრაქტები გააფორმა აშშ-ის საიდუმლო სამსახურსა და IRS-თან. 

2020 წლის ოქტომბერში აშშ-ის შემოსავლების სამსახურმა ანალიტიკურ კომპანია Chainalysis-ს დაავალა Monero-ს ტრანზაქციებზე თვალყურის დევნება. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.