Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

Stablecoin-ების ბაზრის საერთო კაპიტალიზაციამ გადააჭარბა 120 მილიარდ აშშ დოლარს. მიწოდების ნახევარზე მეტი (72 მილიარდი აშშ დოლარი) ეკუთვნის სეგმენტის ლიდერს, Tether-ს (USDT). 

image.png 

წყარო: The Block 

Messari-ს ანალიტიკოსმა რაიან უოტკინსმა Stablecoin-ების სექტორის ზრდა ახსნა იმით, რომ ისინი „საუკეთესო საშუალებაა აშშ დოლარების შენახვისა და გადაადგილებისთვის მთელ მსოფლიოში“. 

მისი თქმით, ბირჟებს შორის კაპიტალის გადაადგილებისთვის Stablecoin-ები გამოიყენება, როგორც უზრუნველყოფა კრიპტოდერივატივების პლატფორმებზე, დეცენტრალიზებული ფინანსების აპლიკაციებში, აგრეთვე ტრანსსასაზღვრო გადახდებში. 2020 წლის მეორე კვარტალში ამ აქტივებით განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობამ გადააჭარბა 1.7 ტრილიონ აშშ დოლარს - 12 თვის განმავლობაში მაჩვენებელი გაიზარდა 14-ჯერ. 

უოტკინსმა აღნიშნა, რომ მოსახერხებელია Stablecoin-ების გამოყენება გადახდის საშუალება, რადგან მათ სჭირდება მხოლოდ საჯარო მისამართ ბლოკჩეინზე. მათი ინფრასტრუქტურა შეუფერხებლად მუშაობს, თანაც ამავე დროს დაცულია კონფიდენციალურობა. 

გარდა ამისა, Stablecoin-ები პროგრამირებადი აქტივები, რაც იმას ნიშნავს, რომ დეველოპერებს შეუძლიათ შექმნან აპლიკაციები მათზე დაყრდნობით. 

უოტკინსის განცხადების თანახმად აშშ დოლარზე საერთაშორისო გარიგებების დაახლოებით 55%  მოდის, რის გამოც არსებობს აშშ დოლარზე გლობალური მოთხოვნა, განსაკუთრებით შეერთებული შტატების ფინანსური სისტემის გარეთ. 

მან აღნიშნა, რომ Stablecoin-ები ზემოაღნიშნული თვისებების გამო აშშ-ის შიდა ბაზარზე სულ უფრო მეტ ფინანსურ ინსტიტუტ გადააქვს ტრანზაქციებ ბლოკჩეინზე. ეს ნაბიჯი მათ ხარჯების შემცირების საშუალებას აძლევს. 

შშ-ის ფარგლებს გარეთ Stablecoin-ები კერძ პირება და ორგანიზაციებს ანიჭებენ მარტივ წვდომას ამერიკულ ვალუტაზე. მისი აზრით, ეს აქტივები სამომავლოდ შეძლებენ ოფშორული დოლარების ბაზრის „დაპყრობას“. საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის (BIS) მონაცემებზე დაყრდნობით უოტკინსმა ეს უკანასკნელი 57 ტრილიონ აშშ დოლარზე მეტად შეაფასა. 

„ოფშორული დოლარების ბაზრის (დოლარში არსებული დეპოზიტები აშშ-ის ფარგლებს გარეთ) მოცულობის შეფასება რთულია, თუმცა BIS-ის მონაცემები საშუალებას იძლევა ვივარაუდოთ, რომ იგი შესაძლოა 57 ტრილიონ აშშ დოლარს აღემატებოდეს. შესაძლოა დაუჯერებლად ჟღერდეს, მაგრამ სწორედ ამ ბაზარზე იწყებენ პრეტენდენტობას Stablecoin-ები“ - დაწერა მან. 

უოტკინსონმა აღნიშნა, რომ პოტენციურად Stablecoin-ები შესაძლოა გახდეს „დიდი პრობლემა“, ამიტომ ესმი, თუ რატომ ადევნებენ თვალყურს ამ ბაზარს მარეგულირებლები. 

ივლისში ფედერალური რეზერვების ბანკის შეხვედრაზე ითქვა, რომ Stablecoin-ებში გამჭვირვალობის ნაკლებობამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ფინანსურ სტაბილურობას. 

მანამდე ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა გასცა მოწოდება, რომ მალე შექმნილიყო ნორმატიული ბაზა Stablecoin-ებისთვის. 

სექტემბრის დასაწყისშ SEC-ის ხელმძღვანელმა გარი გენსლერმა ასევე აღნიშნა Stablecoin-ების ფართოდ გამოყენების რისკი და აღნიშნა პროექტი Diem, რომელიც Facebook-ის მონაწილეობით შეიქმნა. 

Bloomberg-ის ინფორმაციით, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო გეგმავს Stablecoin-ების ემიტენტებს დააკისროს ვალდებულება, რათა უზრუნველყონ მათი ფიატში თავისუფალი კონვერტაცია. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.