Jump to content

Recommended Posts

Posted

Kioxia-მ განაცხადა, რომ უშვებს FL6 სერიის ახალ მყარ დისკებს მაღალსიჩქარიანი მეხსიერებით. მეხსიერების ეს ახალი სისტემა დამყარებულია Kioxia BiCS 3D flash ტექნოლოგიაზე 1-ბიტიანი SLC XL-Flash უჯრედით, რაც Kioxia-ს აზრით, უზრუნველყოფს უფრო იაფი და სწრაფი SSD-ების წარმოებას, ვიდრე არის Intel Optane 3D XPoint-ით. 

 

image.png 

ახალ ტექნოლოგიაზე კომპანია თითქმის ორი წელია მუშაობს. სამწუხაროდ, Kioxia-ს არ გაუზიარებია დეტალური მახასიათებლები. Kioxia-ს ახალი SSD SCM განკუთვნილია საწარმოებსა და მონაცემთა დამუშავების ცენტრებში გამოყენებისვის, რათა უზრუნველყოფილ იქნას მეტი წარმადობა და ნაკლები შეფერხება TLC-ზე დამყარებულ სტანდარტულ მონაცემთა სანახ სივრცეებთან შედარებით. 

FL6 სერიაში მხარდაჭერილია PCIe Gen 4.0 და NVMe 1.4 ინტერფეისები. FL6 დისკები გათვლილია დისკზე დღეში 60 ოპერაციაზე (DWPD), მათი მოცულობა შეადგენს 800 გბ-დან 3.2 ტერაბაიტს. ფლეშ-მეხსიერებას გააჩნია ფლეშ-მეხსიერების მეტი დამოუკიდებელი სივრცე, რომელთაც შეუძლიათ ერთდროულად მოახდინონ რეაგირება მონაცემების მოთხოვნაზე პარალელიზმისა და წარმადობის გაუმჯობესებისთვის. XL-Flash იყენებს არსებულ BiCS ფლეშ-მეხსიერებას SLC რეჟიმში, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ინახავს უჯრედზე მხოლოდ ერთ ბიტს, რათა გაიზარდოს წარმადობის დონე. 

ხალ Kioxia FL6 მყარ დისკებში გამოყენებულია NAND ტექნოლოგია, ამიტომ ეს დისკები უნდა იყოს უფრო ხელმისაწვდომი, ვიდრე მონაცემთა ცენტრებისთვის განკუთვნილი მათი კონკურენტი Intel Optane სანახი სივრცეები.  

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.