Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

გასულ კვირას Bitcoin-ის კრიპტო დერივატივების ლიკვიდაციით გამოწვეულმა ფასის ვარდნამ ვერ შეარყია გრძელვადიანი ინვესტორების მიზანმიმართულობა შეძენილი კრიპტოვალუტების შენარჩუნებასთან დაკავშირებით. 

ნალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ ჰოლდერების ამგვარი ერთიანი სიმშვიდე და თვითკონტროლი გამოვლინდა მაისის 50%-იანი ვარდნის შემდეგ და ივლისის მინიმუმის შემდგომ მკვეთრი აღმასვლის დროსაც. 

Bitcoin-ის ფასის ერთ საათში 10 ათას აშშ დოლარამდე ვარდნისთვის ბიძგი გახდა უვადო კონტრაქტების ღია პოზიციების 30%-ის ლიკვიდაცია, რომლის მოცულობამ შეადგინა დაახლოებით 4 მილიარდი აშშ დოლარი. ექსპერტების აზრით ლიკვიდაციების 68% ხანგრძლივ პოზიციებზე, ე.წ. ლონგზე მოდიოდა. 

ოფციონების ბაზარზე 7 სექტემბერს დაფიქსირდა ნახტომი ვაჭრობის მოცულობაში ( 1.3 მლრდ აშშ დოლარი - ოთხი თვის მაქსიმალური მაჩვენებელი). 

image.png

წყარო: Glassnode. 

უვადო კონტრაქტების დაფინანსების განაკვეთი ნეგატიურ ზონაში ხანმოკლე მოქცევის შემდეგ ბაზრის მონაწილეებში ოპტიმიზმის გავრცელებაზე მეტყველებს. ინდიკატორის დაბალი ღირებულება 7 სექტემბრამდე დაფიქსირებულ მაჩვენებლთან შედარებით მიუთითებს ბერკეტის (leverage) შემცირებაზე. 

image.png

წყარო: Glassnode. 

სამ თვეზე ნაკლები ხნის მონეტების წილმა მიაღწია რეკორდულ მაჩვენებელს, მიმდინარე ემისიის 15,9%-ს. სპეციალისტებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ამ ინდიკატორის დაბალი მაჩვენებელი დამახასიათებელია დათვური ბაზრების გვიან სტადიისთვის (წითლად არის მონიშნული ქვემოთ მოცემულ დიაგრამაში). ამ პერიოდის განმავლობაში, რომელსაც თან ახლავს FOMO ეფექტის არარსებობა, ახალგაზრდა მონეტები ამოღებულია ლიკვიდური მიმოქცევიდან და "მომწიფებას" იწყებენ ინვესტორების საფულეებში. 

image.png

წყარო: Glassnode. 

მომდევნო გრაფიკი გვიჩვენებს, რომ ბოლო ჯამური შეთავაზებების 16.8%, რომელიც მოდიოდა 155 დღის განმავლობაში გაყიდვებზე, მოგებაშია მიმდინარე ფასის პირობებში. ექსპერტები ამ შემთხვევაში ხედავენ აგრესიული დაგროვების პროცესს ივლისის მინიმუმიდან გამოსვლისას. 

image.png

წყარო: Glassnode. 

ამ პერიოდში შეძენილი Bitcoin-ები საფულეებში ინახება გრძელვადიანი მიზნით და არ გამოიყენება მოგების ფიქსაციისთვის. LTH-ასაკობრივ ზღურბლზე გასვლის მაჩვენებელმა (155 დღეზე მეტი დრო) მიაღწია 421 ათას BTC-ს თვეში. 

image.png

წყარო: Glassnode. 

შეგახსენებთ, 20%-იანი კორექციის შემდეგ ფიუჩერსების ანალიზმა აჩვენა, რომ ხარებმა შეძლეს ძირითადი მხარდაჭერის დონის დაცვა.  

Posted

მე დაჟე მგონია რომ ვინც დააგდო კურსი მანამდე მაგათმა (ერთი ადამიანი არ უნდა ყოფილიყო) ისევე დაიწყეს კაპიტალის შეყრა და მაგიტომ გაიზარდა ეგრე სწრაფათ ბიტკოინი, 43500$ დააგდეს განგებ კიდე ერთხელ და უკვე 49000$ უახლოვდება, ნუ ჯერ 48000$ გაჩერებული მაგრამ მაგდენზე დაცემის შემდეგ პირველათ ავიდა გუშინ + ლათინური ამერიკის ქვეყნებს სურთო მიურთდენ ელ სალვადორს, შემდეგი რიგში პანამა ყოფილა, თუმცა ამერიკული კაპიტალის გავლენა საკმაოთ დიდია ამ ეტაპზე კრიპტოვალუტის ჯამურ კაპიტალზე

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.