#Skinhead Posted March 30, 2011 Posted March 30, 2011 Advanced Micro Devices-ის აქციებმა კომპანიის Apple მიერ ნოუთბუქების განახლებული ხაზის MacBook Pro დაანონსებისთანავე მკვეთრად მოიმატა ფასში, რომლის უფროსი მოდელებიც დისკრეტული გრაფიკით Radeon აღიჭურვებიან. AMD-ს აქციების ზრდა შთამბეჭდავი 6,4%-ით გამოიხატა და ერთ ცალზე $9,1-ს მიუახლოვდა. Nomura Equity Research-დან ანალიტიკოსი რომიტ შაჰი (Romit Shah) მიუთითებს, რომ კომპანიის Apple მიერ გრაფიკის Radeon ამორჩევა NVIDIA-ს გადაწყვეტების ნაცვლად, რომელიც წინა თაობის ნოუთბუქებში იყო გამოყენებული, AMD-თვის პოზიტიური სიახლეა. და მიუხედავად იმისა, რომ ნოუთბუქების MacBook Pro მიწოდებები მნიშვნელოვანი არ არის AMD-ს გრაფიკის მიწოდების მთლიან მოცულობაში, იგი ვარაუდობს, რომ ორ კომპანიას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გამყარდება. ანალიტიკოსმა პატრიკ ვანგმაც (Patrick Wang) აღნიშნა, რომ AMD-მ შესანიშნავი სამუშაო ჩაატარა MacBook Pro-თვის გრაფიკის მიწოდების მოგებით, მაგრამ, მისი აზით, Apple გრაფიკის არჩევისას NVIDIA და AMD-ს მონაცვლეობას განაგრძობს საკუთარი პროდუქტების მომავალ თაობებში, რადგანაც ორივე მწარმოებელი მორიგეობით უსწრებენ ერთმანეთს ტექნოლოგიების, ბაზარზე გამოსვლის დროისა და პროდუქტების ფასების პოზიციონირების თვალსაზრისით. ბატონი ვანგი ახალ სტანდარტსაც Intel Thunderbolt შეეხო, რომელიც Macbook Pro-შია გამოყენებული. მისი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის იგი მხოლოდ Apple-ის გადაწყვეტებზეა ხელმისაწვდომი, მომავალში (3-5 წელიწადში) იგი სავსებით შესაძლებელია ინდუსტრიულ სტანდარტად იქცეს. წყარო: marketwatch.com 3
Geosa25 Posted March 30, 2011 Posted March 30, 2011 +1 მადლობთ სტატიისთვის...............................
Eip Ococh Posted March 31, 2011 Posted March 31, 2011 მადლობა ინფოსთვის. ყოველთვის მიხარია AMD ზე რამე კარგს რო ვიგებ ხოლმე :user:
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now