Jump to content

Recommended Posts

Posted

Apple-მა თავისი ვებ-გვერდის მომხმარებელთა დახმარების განყოფილება ახალი გაფრთხილებით განაახლა. ფაქტია, რომ iPhone-ზე გარკვეული სიხშირის ვიბრაციის ზემოქმედებამ შეიძლება დააზიანოს მოწყობილობის კამერის მოქმედება. მაგალითად, მოტოციკლის ძრავის ვიბრაციამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ოპტიკური სტაბილიზაციისა და ავტოფოკუსის სისტემებს, ამიტომ მომხმარებლებისთვის არ არის რეკომენდებული iPhone-ის მაგრება მოტოციკლზე. 

image.jpeg 

რსებული მონაცემების თანახმად, iPhone-ის კამერებში გამოყენებული გამოსახულების ოპტიკური სტაბილიზაციისა (OIS) და ავტოფოკუსის უკუკავშირის სისტემები (AF) მუშაობენ გიროსკოპებისა და/ან მაგნიტური სენსორების საფუძველზე, რომლებიც ხელს უწყობს მოძრაობისა და ვიბრაციის კომპენსირებას ფოტოს და ვიდეოს გადაღებისას. აღმოჩნდა, რომ ეს გიროსკოპები და სენსორები არ არის გათვლილი მაღალი ამპლიტუდის ვიბრაციებთან ურთიერთქმედებაზე და სწორედ ამის შესახებ გასცა გაფრთხილება Apple-მა მხარდაჭერის გვერდზე. 

iPhone-ში გამოყენებული გამოსახულების ოპტიკური სტაბილიზაციისა და უკუკავშირის ავტოფოკუსირების სისტემები გათვლილია ხანგრძლივ გამოყენებაზე. თუმცა, OIS-ის მქონე ბევრი სამომხმარებლო ტექნიკის მსგავსად, გარკვეული სიხშირის დიაპაზონში მაღალი ამპლიტუდის ვიბრაციების ხანგრძლივმა ზემოქმედებამ შეიძლება გააუარესოს ამ სისტემების წარმადობა და შეამციროს სურათების ხარისხი ფოტოებსა და ვიდეოებში. არ არის რეკომენდებული iPhone-ის გამოყენება მაღალი ამპლიტუდის ვიბრაციებზე დიდი ხნის განმავლობაში “, - ნათქვამია Apple-ის განცხადებაში. 

კამერებთან დაკავშირებული შესაძო პრობლემების წარმოჩენის რისკის გამო მომხმარებლებისთვის არ არის რეკომენდებული iPhone-ის გამოყენება მოტოციკლზე ჯდომისას, რადგანაც ძრავის მუაობის დროს ინტენსიური ვიბრაციები ჩნდება. უფრო მეტიც, Apple ნაკლებად მძლავრი სატრანსპორტო საშუალებების, მაგალითად მოპედისა და ელექტრო სკუტერების მფლობელებსაც ურჩეს გამოიყენონ ამორტიზებადი სამაგრი iPhone-ისთვის, რათა მინიმუმამდე შემცირდეს ვიბრაციის გამო კამერის დაზიანების ალბათობა. 

უცნობია, არსებობს თუ არა რაიმე კონკრეტული მიზეზი, რის გამოც განათავსა Apple-მა ხსენებული გაფრთხილება, თუმცა ბოლო წლებში ემატურ ფორუმებზე ჩნდებოდა შეტყობინებები მსგავსი შემთხვევების შესახებ, მათ შორის იყო iPhone-ის გამოყენება სამთო ველოდისიპედების საჭესთან. არსებული ცნობების თანახმად გამოსახულების ოპტიკური სტაბილიზაცა და/ან უკუკავშირით ავტოფიკუსირების სისტემა გამოიყენება Apple-ის ყველა სმარტფონში iPhone 7-დან დაწყებული, ასევე iPhone 6 Plus-სა და iPhone 6s Plus-ში. 

Posted

და ამ დროს iPhone 13-ის პრეზენტაციის დემო ვიდეოში პირდაპირ მოტოციკლზე ამაგრებს ტიპი ტელეფონს :D 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.