Jump to content

Recommended Posts

Posted

კერძო კოსმოსური კომპანია SpaceX და აეროკოსმოსური სააგენტო NASA აცხადებენ, რომ კოსმოსური პილოტირებულია მისია Crew-4 ხომალდ Crew Dragon-ის გამოყენებით, რომელმაც ბორტის ეკიპაჟი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე უნდა წაიყვანოს, არ შედგება 2022 წლის 15 აპრილამდე. ხომალდი ორბიტალური სადგურისკენ უნდა გაემგზავროს რაკეტა Falcon 9-ს მეშვეობით ფლორიდაში მდებარე კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრის კოსმოსური საფრენი მოედნიდან. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: NASA TV 

„საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მორიგი ეკიპაჟის გაგზავნას ვაპირებთ არაუადრეს 15 აპრილისა“ - ნათქვამია შეტყობინებაში. 

Crew Dragon-ით გაფრინდებიან NASA-ს ასტრონავტები Kjell Lindgren და Robert Hines, აგრეთვე ევროპის კოსმოსური სააგენტოს წარმომადგენელი Samantha Cristoforetti. ეკიპაჟის მეოხე წევრის ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება. 

"ეკიპაჟის მეოთხე წევრი ჯერ დამტკიცებული არ არის", - ნათქვამია შეტყობინებაში და მითითებულია, რომ სამანტა კრისტოფორეტი გახდება სკს-სკენ მიმართული 68-ე ექსპედიციის მეთაური. 

გრეთვე აღინიშნა, რომ ეს მისია სადგურზე ნახევარი წელი გაგრძელდება. 

მ დროისთვის SpaceX-ის ჩამონათვალშია Crew Dragon-ის სამი პილოტირებული გაშვება. 2020 წლის მაისში სკს-ზე გაფრინდა NASA-ს ორი ასტრონავტი. იმავე წლის ნოემბერში განხორციელდა პირველი ოფიციალური პილოტირებული მისია Crew-1, რომლის ხანგრძლივობა ნახევარი წელი იყო. მისი მონაწილეები დედამიწაზე მიმდინარე წლის მაისში დაბრუნდნენ. მისია Crew-2 ამავე წლის აპრილში დაიწყო. ექსპედიცია უკან 2021 წლის ნოემბერში დაბრუნდება. Crew-3-ის დაწყების თარიღად მითითებულია 2021 წლის 31 ოქტომბერი. 

მისია Crew-3-ის ამოქმედებამდე კომპანია SpaceX აპირებს Crew Dragon-ის კიდევ ერთ პილოტირებულ ფრენას. კერძო მისია Inspiration4-ის ფარგლებში, რომლის დაწყების თარიღია 15 სექტემბერი, ბიზნესმენი Jared Isaacman, მოსამართლე Hayley Arceneaux, გეოლოგი Sian Proctor და ინჟინერი Christopher Sembroski კოსმოსური ხომალდით გამგზავრებიან დედამიწის ორბიტაზე და 3 დღეში უკან დაბრუნდებიან. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.