Jump to content

Recommended Posts

Posted

გასულ კვირას New York Times-მა გამოაქვეყნა ანგარიში Bitcoin-ის მოპოვებისას ელექტროენერგიის გამოყენების შესახებ. ანგარიშში საუბარია, თუ რა გავლენას ახდენს კრიპტოვალუტის მოპოვება გარემოზე.  

image.jpeg 

NYT-მა განაცხადა, რომ Bitcoin-ის მოპოვებისას გამოყენებული ენერგიის მოცულობა დაახლოები ათჯერ, 91 ტერავატი/სთ-მდე გაიზარდა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, რაც მსოფლიოში მოხმარებული ელექტროენერგიის თითქმის 0.5 პროცენტს შეადგენს. ეს მაჩვენებელი უფრო მეტია, ვიდრე ცალკეული ქვეყნების, მაგალიად ფინეთის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობა. რა თქმა უნდა, ეს არ არის სიახლე. Bitcoin-ის გარემოზე ზემოქმედება მრავალი წლის განმალობაში ექცეოდა კრიტიკის ქვეშ, მისი მოწინააღმდეგეები კი აცხადებდნენ, რომ ციფრულ ვალუტაზე ამდენი ენერგიის ხარჯვა ფუჭად ხარჯიანი მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ამ ენერგიის დიდი ნაწილი გამომუშავდება ნახშირწყალბადის ან ნახშირის წვის შედეგად. 

გასათვალისწინებელია გარემოზე ზემოქმედების სხვა ფაქტორებიც, მაგალითად სიქარე, რომლითაც მაინერებს მწყობრიდან გამოყავთ შესაბამისი აღჭურვილობა. NYT ამტკიცებს, რომ მაინინგის ელექტრო ნარჩენების შემცირება და განახლებადი ენერგიის წყაროებზე გადასვლაც კი არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ გამართლებულ იქნას ასეთი მოცულობის ენერგიის გამოყენება. 

თუმცა, ბოლო პერიოდში მაინინგში განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების მასშტაბი მუდმივად იზრდება. „მთელ მსოფლიოში მაინინგისას გამოყენებული აღდგენადი ენერგიის რესურსის მაჩვენებელი 40-დან თითქმის 75 პროცენტამდე მერყეობს“ - ნათქვამია New York Times-ის შეტყობინებაში. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.