Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Intel-მა წარადგინა საბაზისო დონის სერვერული პროცესორების სერია Xeon E-2300, რომლებიც განკუთვნილია C252 და C256 ჩიპსეტზე არსებული დედა დაფებისა და LGA 1200 კონექტორის მქონე პროცესორზე მომუშავე სისტემების შექმნისთვის. სულ წარდგენილ იქნა ჩიპის ათი მოდელი ოთხი, ექვსი და რვა ბირთვით, TDP-ის მაჩვენებელია 65-დან 95 ვატამდე. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Intel 

წარმოდგენილი სერიის ჩიპების ტაქტის სიხშირის დიაპაზონი 2.6-დან 5.1 გჰც-მდეა. კონფიგურაციის შესაბამისად ქეშ-მეხსიერების მოცულობაა 5-დან 16 მბ-მდე. კომპანიის თქმით Xeon E-2300 სერიის პროცესორები უზრუნველყოფენ წარმადობის 17%-ით ზრდას წინა თაობის Intel Xeon E-სან შედარებით. Intel Xeon E-2324G და Xeon E-2314 ვერსიების გარდა ყველა მოდელს აქვს ტექნოლოგია Hyper-Threading-ის მხარდაჭერა. 

image.jpeg 

ყველა წარმოდგენილი მოდელი მუშაობს DDR4-3200 სტანდარტის ორარხიან ოპერატიულ მეხსიერებაზე, რომლის მოცულობაა 128 გბ-მდე, წარმოდგენილია 20-მდე PCIe 4.0. 24 PCIe 3.0, რვა USB 3.2 Gen 2 (10 გბ/წმ), სამი USB 3.2 Gen 2 (20 გბ/წმ) და რვა SATA III კონექტორი უზრუნველყოფილია Intel C250 სერიის ჩიპსეტებით. 

image.jpeg 

სერიის ყველა პროცესორი შემოწმებულია უახლეს სასერვერო ოპერაციულ სისტემებთან ავსებადობაზე, მათ შორისაა Windows Server 2022. მწარმოებელმა კომპანიამ ჩიპებში უზრუნველყო აპარატული ფუნქციები საიმედოობის დონის ამაღლებისთვის, მათ შორისაა ECC მეხსიერების მხარდაჭერა, აგრეთვე ადმინისტრირების ტექნოლოგიები Intel Server Platform Services და Intel Active Management Technology. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.