Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია MSI-მ წარადგინა ახალი გრაფიკული ამაჩქარებელი GeForce RTX 3060 Ti Aero ITX 8G OC LHR, რომელიც საუკეთესოდ უნდა მოერგოს კომპაქტურ, Mini-ITX ფორმატის კომპიუტერებს. ვიდეო დაფის ზომებია მხოლოდ 172 × 125 × 43 მმ. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: MSI 

ამ დრომდე Mini-ITX ფორმ-ფაქტორის GeForce RTX 3060 დაფები წარმოდგენილი აქვს მხოლოდ რამდენიმე კომპანია. MSI კი აღმოჩნდა კომპანია, რომელმაც მეტად კომპაქტური GeForce RTX 3060 Ti გამოუშვა. ახალი დაფის გრაფიკული პროცესორის მაქსიმალური ტაქტის სიხშირე შეადგენს 1695 მჰც-ს - ეტალონურ მაჩვენებელზე 30 მჰც-ით მეტს. კომპანიამ აგრეთვე გამოუშვა სტანდარტული ვერსიაც ქარხნული აჩქარების გარეშე ეტალონური სიხშირეებით. 

image.png 

MSI მიუთითებს, რომ GeForce RTX 3060 Ti Aero ITX 8G OC LHR დაფის ენერგომოხმარება 200 ვატს შეადგენს. დაფას აქვს ერთი 8-პინიანი კონექტორი დამატებითი კვებისთვის. იდეო დაფას საკმაოდ უბრალო გაგრილების სისტემა აქვს ოთხი სითბური მილითა და ერთი ქულერით, ამიტომ მუშაობისას, განსაკურებით კი დიდ დატვირთვებზე, დაფას ჩუმს ვერ ვუწოდებთ. ისევე, როგორც GeForce RTX 3060 Ti დაფის ყველა სხვა ვერსიას, MSI-ს მოდელსაც ოთხი ვიდეოინტერფეისი აქვს - სამი DisplayPorts 1.4a და ერთი HDMI 2.1. 

თავად მწარმოებელ კომპანიას არ მიუთითებია GeForce RTX 3060 Ti Aero ITX 8G OC LHR დაფის სარეკომენდაციო ფასი, თუმცა როგორც პორტალი Tom’s Hardware აცხადებს, დაფის ფასი იაპონიაში 71000 იენი (დაახლოებით 650 აშშ დოლარი ბეგარის ჩათვლით). 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.