Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინსაიდერული ინფორმაცია, რომლის მიხედვით გასაჯაროვდა გრაფიკულ პროცესორ MI200-ის კონფიგურაცია. ROCm პროგრამული უზრუნველყოფის განახლებისას ინფორმაციის გაჟონვის შედეგად მიიჩნევა, რომ ამაჩქარებელს ექნება 110 გამომთვლელი ერთეული. ბოლომდე არ არის გასაგები, ეს კონფიგურაცია ვრცელდება მთელ დაფაზე თუ მხოლოდ ერთ გრაფიკულ ჩიპლეტზე. 

მიიჩნევა, რომ გრაფიკულ პროცესორ GFX90A_110-ის იდენტიფიკატორის სტრიქონი აღწერს სრული MI200 ამაჩქარებლის ან მხოლოდ ერთი ჩიპლეტის კონფიგურაციას, რაც ნიშნავს 220 CU-ს (2x 110) ან 110 CU-ს (2x 55). 

წყარო, სახელად @ Kepler_L2 ადასტურებს ამ დრომდე გავრცელებულ ცნობებს, რომ MI300-ს ექნება ორჯერ დიდი GPU კრისტალი ვიდრე MI200-ს. ეს ნიშნავს, რომ CDNA არქიტექტურაზე დაფუძნებულ, AMD-ს სამომავლო ამაჩქარებლებში კვლავ გამოყენებული იქნება MCM დიზაინი GCD-ის (Graphics Complex Die) ან ჩიპლეტების გაზრდილი რაოდენობით.  

image.jpeg 

MI300 გრაფიკული პროცესორის კოდური დასახელება ჯერ უცნობია, თუმცა სავარაუდოდ მიენიჭება მორიგი გიგანტური ვარსკვლავის სახელი, როგორებიცაა რიგელი ან ანტარესი. 

image.jpeg 

MI300 სავარაუდოდ კონკურენციას გაუწევს Intel-ისა და NVIDIA-ს მომავალი თაობის ამაჩქარებლებს, რომლებიც დამყარებულია გრაფიკულ პროცესორ Ponte Vecchio-ზე (Xe-HPC არქიტექტურა) ან გრაფიკულ პროცესორ Hopper GH100-ზე (NVIDIA H100). 

image.jpeg 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.