Jump to content

Recommended Posts

Posted

Intel-ის შვილობილმა კომპანია Mobileye-მ წარადგინა ექსპლუატაციისთვის მზადყოფნაში არსებული ავტონომიური ელექტრომობილი Mobileye AV, რომელიც ექვს მგზავრზეა გათვლილი. 2022 წლიდან ახალი უპილოტო ელექტრომობილი გამოყენებული იქნება რობოტაქს MoovitAV-ის სერვისებში მიუნჰენსა (SIXT-ის ავტომობილების გაქირავების სერვისთან თანამშრომობით) და თელ-ავივში. ელექტრომობილს აქვს ავტონომიური მართვის სისტემა Mobileye Drive, რომელიც მოიცავს მეხუთე თაობის ერთკრისტალიან სისტემა EyeQ 5-ს. 

image.jpeg 

Mobileye 

„კომპანია Mobileye დიდი ენთუზიაზმით ქმნის უპილოტო სატრანსპორტო საშუალებებს მომხმარებლებისთვის. ახალი Mobileye AV, რომელიც სერვის MoovitAV-ის მეშვეობითაა ხელმისაწვდომი, მნიშვნელოვანი მოვლენაა ავტონომიური სატრანსპორტო საშუალებების სამყაროში“ - განაცხადა Mobileye-ს გენერალურმა დირექტორმა Amnon Shashua-მ. 

image.jpeg 

Mobileye 

Mobileye AV შექმნილია სხვადასხვა მიზნისა და რეგიონის გათვალისწინებით. მწარმოებლის თქმით, მასში გათვალისწინებულია ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა ეფექტურობა, ხელმისაწვდომობა და უსაფრთხოება. ეს გახლავთ პირველი ავტონომიური ავტომობილი, რომელშიც Mobileye-ს ყველა ტექნოლოგიაა გამოყენებული: True Redundancy - რომელიც მოიცავს მონაცემების მოპოვების ორ დამოუკიდებელ სისტემას - კამერებით, რადარებით და ლიდარებით, აგრეთვე Mobileye-ს რუკა Roadbook და მართვის პოლიტიკა Responsibility-Sensitive Safety (RSS), რომელიც დამყარებულია Mobileye-ს მიერ შემუშავებულ უპილოტო ავტომობილების მათემატიკურ მოდელზე.  

ავტონომიური მართვის სისტემა Mobileye Drive შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა ტიპის სატრანსპორტო საშუალებებში ტვირთისა და ადამიანების გადაადგილებისთვის, რაც მას დღეს ყველაზე მრავალმხრივ ავტონომიური მართვის გადაწყვეტილებად აქცევს, თვლის კომპანია. 

image.png 

Mobileye 

Mobileye გეგმავს Schaeffler-თან თანამშრომლობას, რათა ააწყონ თვითმართვადი შასი, რომელიც ავტონომიური ტრანსპორტის შექმნისას იქნება გამოყენებული. აგრეთვე, კომპანიამ ადრე განაცხადა Udelv-თან თანამშრომლობის წამოწყების შესახებ, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია Mobileye Drive სისტემის მიწოდება ელექტრო ფურგონ Udelv Transporter-სთვის, რომელმაც შეკვეთილი ამანათები უშუალოდ მომხმარებლებს უნდა მიუტანოს. ასევე მიღწეულია შეთანხმება Transdev-სა და Lohr-თან, რათა მოხდეს ავტონომიური საზოგადოებრივი ტრანსპორტის წარმოება და მიწოდება საფრანგეთსა და გერმანიაში. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.