Magdalena Posted September 8, 2021 Posted September 8, 2021 Bloomberg Intelligence-ის უფროსი სტრატეგი მაიკ მაკგლოუნი თვლის, რომ Bitcoin-ის ფასი 100 ათას აშშ დოლარს მიაღწევს და გახდება გლობალური სარეზერვო აქტივი. სექტემბრის ანგარიშ Bloomberg Crypto Outlook-ში მაკგლოუნმა Bitcoin-ის 100 ათასი აშშ დოლარი და Ethereum-ის 5 ათას აშშ დოლარიანი დონე დაასახელა, როგორც „უმცირესი წინააღმდეგობის გზა“. „კრიპტოაქტივები შედიან წლის მეორე ნახევრის განახლებულ ხარულ ბაზარზე წინა მაქსიმუმებიდან სერიოზული ვარდნების შემდეგ“ - აღნიშნა Bloomberg-ის სტრატეგმა. მან დაუცველი უწოდა ისეთ საინვესტიციო პორტფელებს, რომლებშიც არ შედის პირველი კრიპტოვალუტა ან Ethereum. „ჩვენ ვხედავთ Bitcoin-ის, როგორც ციფრული სარეზერვო აქტივის მომავალს, რომელიც დოლარს შეავსებს“ - განაცხადა მაკგლოუნმა. აგვისტოს დასაწყისში მან აღნიშნა პირველი კრიპტოვალუტისა და Ethereum-ის ძლიერი მხარდაჭერის არსებობა ბოლო თვეებში და ამ აქტივების ზრდის ფაზის დაწყება. იმ დროს მისი პროგნოზი იყო, რომ Bitcoin-ის კურსი მიაღწევს 100 ათას აშშ დოლარს, მოგვიანებით კი ამ მიზნის მთავარ დაბრკოლებად Ethereum დაასახელა. მაკგლოუნმა განაცხადა, რომ დოლარზე მიბმული Stablecoin-ებით განხორციელებული ტრანზაქციების რაოდენობის მატება ზრდის ამერიკული ვალუტის ღირებულებას. https://bit.ly/3jLPs7S Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.