Magdalena Posted September 8, 2021 Posted September 8, 2021 Bloomberg Intelligence-ის უფროსი სტრატეგი მაიკ მაკგლოუნი თვლის, რომ Bitcoin-ის ფასი 100 ათას აშშ დოლარს მიაღწევს და გახდება გლობალური სარეზერვო აქტივი. სექტემბრის ანგარიშ Bloomberg Crypto Outlook-ში მაკგლოუნმა Bitcoin-ის 100 ათასი აშშ დოლარი და Ethereum-ის 5 ათას აშშ დოლარიანი დონე დაასახელა, როგორც „უმცირესი წინააღმდეგობის გზა“. „კრიპტოაქტივები შედიან წლის მეორე ნახევრის განახლებულ ხარულ ბაზარზე წინა მაქსიმუმებიდან სერიოზული ვარდნების შემდეგ“ - აღნიშნა Bloomberg-ის სტრატეგმა. მან დაუცველი უწოდა ისეთ საინვესტიციო პორტფელებს, რომლებშიც არ შედის პირველი კრიპტოვალუტა ან Ethereum. „ჩვენ ვხედავთ Bitcoin-ის, როგორც ციფრული სარეზერვო აქტივის მომავალს, რომელიც დოლარს შეავსებს“ - განაცხადა მაკგლოუნმა. აგვისტოს დასაწყისში მან აღნიშნა პირველი კრიპტოვალუტისა და Ethereum-ის ძლიერი მხარდაჭერის არსებობა ბოლო თვეებში და ამ აქტივების ზრდის ფაზის დაწყება. იმ დროს მისი პროგნოზი იყო, რომ Bitcoin-ის კურსი მიაღწევს 100 ათას აშშ დოლარს, მოგვიანებით კი ამ მიზნის მთავარ დაბრკოლებად Ethereum დაასახელა. მაკგლოუნმა განაცხადა, რომ დოლარზე მიბმული Stablecoin-ებით განხორციელებული ტრანზაქციების რაოდენობის მატება ზრდის ამერიკული ვალუტის ღირებულებას. https://bit.ly/3jLPs7S
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now