Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Apple მუშაობს საფირმო ელექტრომობილ Apple Car-ზე, რომელიც გვევლინება, როგორც კომპანიის ყველაზე საიდუმლო პროექტი და ატარებს შიდა დასხელებას - Project Titan. 

როგორც ცნობილი გახდა, ელექტრონიკის ცნობილმა მწარმოებელმა საკუთარი საფირმო ავტომობილის შემუშავებაში მონაწილეობისთვის დაიქირავა ორი ინჟინერი, რომლებიც ადრე მუშაობდნენ გერმანულ კონცერნ „Daimler AG“-ის ემადგენლობაში არსებულ კომპანია Mercedes-ში. 

ერთ-ერთი მათგანი, გარდა იმისა, რომ იყო პროექტის ხელმძღვანელი, ასევე მუშაობდა ისეთი პრემიუმ ბრენდების მანქანების მართვის, პროგრამული უზრუნველყოფის და დინამიური მახასიათებლების გაუმჯობესებაზე, როგორებიცაა Mercedes და Porsche. იგი ამჟამად მუშაობს Apple-ში, როგორც დამპროექტებელი ინჟინერი. კალიფორნიული კომპანიის მეორე ახალი თანამშრომლის შესახებ ინფორმაცია არ გახმაურებულა. 

image.png 

Apple აგრძელებს კადრების პოტენციალის მოზიდვას, თუმცა კომპანია მაინც კარგავს ღირებულ თანამშრომლებს. მაგალიად, ბოლო 12 თვის განმავლობაში კომპანია დატოვა Project Titan-ში ჩართულმა რამდენიმე ტოპ-მენეჯერმა და არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ამ გარემოებამ განაპირობა Apple-ის პირველი ელექტრომობილის გამოშვების ვადის გადაწევა. 

ამავე დროს, Apple არ კარგავს იმედს, რომ გააფორმებს კონტრაქტებს ყველაზე პერსპექტიულ სპეციალისტებთან. კომპანია აგრძელებს მოლაპარაკებებს სხვადასხვა წამყვან მანქანათმშენებელ კომპანიასთან და მთავარ საწარმოო პარტნიორ Foxconn-თან. და მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით ეს მცდელობები წარმატებული გარიგებებით არ დაგვირგვინებულა, ალბათობა იმისა, რომ Apple მიაღწევს თავის მიზანს თითქმის ასი პროცენტია: ძალიან დიდი ძალისხმევა და ფული იქნა ჩადებული ამ კონცეპტუალურ განვითარებაში. 

დრო ჯერ კიდევ არის, რადგანაც Apple Car-ის გამოშვება ხუთი წლის შემდეგაა დაგეგმილი. ამასთან, სწორედ Foxconn იქნება ელექტრომობილის კომპონენტების მთავარი მომწოდებელი, რაც გასაკვირი არ არის, თუ გავითვალისწინებთ, რამხელა წილი უკავია ამ პარტნიორს iPhone-ების წარმოებაში. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.