Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Asus-ის ყველა ახალი მობილური სამუშაო სადგური და ლეპტოპი, რომლებიც გრაფიკასთან მუშაობისთვისაა განკუთვნილი, ამიერიდან OLED-დისპლეებით იქნება წარმოდგენილი. ტაივანური კომპანია ელის, რომ ეს სიახლე გახდება მთავარი განმასხვავებელი ნიშანი სხვა კომპანიების მიერ წარმოებული ლეპტოპებისგან. 

image.jpeg 

ლეპტოპებში ფართოდ გავრცელებულ IPS-დისპლეებთან შედარებით OLED-მატრიცა უზრუნველყოფს უფრო ღრმა შავი ფერის გადმოცემას, კონტრასტულობისა და რეაციის დროის საუკეთესო მაჩვენებლებს. აგრეთვე, OLED თავს უკეთ წარმოაჩენს HDR-კონტენტთან მუშაობისას. თუმცა, ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, ამ ტექნოლოგით დამზადებულ მატრიცებს ახასიათებდა პიქსელების "გადაწვა" სტატიკური სურათის ან ინტერფეისის სტატიკური ელემენტების ხანგრძლივი ჩვენების დროს. 

დრე OLED-დისპლეებით კომპლექტდებოდა ASUS-ის მხოლოდ ყველაზე ძვირადღირებული მოდელები, ახლა კი ამ ტიპის დისპლეების ხილვა შესაძლებელი იქნება საშუალო ფასის სეგმენტშიც. ახალი მოდელებიდან ყველაზე მაღალი წარმადობის მოწყობილობა იქნება StudioBook Pro 16, მისი ფასი 2500 აშშ დოლარიდან იწყება. მას ექნება პროფესიონალური ვიდეო დაფა Nvidia RTX A2000, ან A5000. პროცესორის სახით კი წარმოდგენილი იქნება - Intel Xeon ან 5000-სერიის Ryzen. 

image.jpeg 

უფრო დაბალბიუჯეტურ OLED მოდელებს შორისაა ZenBook Pro 15 და Vivobook Pro 14X, რომელთა საწყისი ფასებია 1470 $ და 1400 $, შესაბამისად. ორივე ვარიანტი ხელმისაწვდომი იქნება დისკრეტული RTX 3050 Ti გრაფიკით და Intel Core i7 ან Ryzen 5000 სერიის პროცესორებით. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.