Jump to content

Recommended Posts

Posted

Hyundai-ს კუთვნილმა პრემიალურმა ბრენდ Genesis-მა განაცხადა, რომ 2025 წლიდან ყველა ახალი მოდელი ელექტრო იქნება - კლასიკური აკუმულატორებით ან წყალბადის საწვავზე მომუშავე ელემენტებით. 2030 წლიდან Genesis დაამზადებს მანქანებს მხოლოდ ნულოვანი გამონაბოლქვით, შიდაწვის ძრავზე მომუშავე ყველა ავტომობილი ხსენებული დროისთვის საბოლოოდ მოიხსნება წარმოებიდან. 

image.jpeg 

წყარო: cnet.com 

ავტომწარმოებელმა გამოაქვეყნა სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვით ასორტიმენტი მოიცავს ელექტრო მანქანების რვა მოდელს. 2030 წლისთვის Genesis გეგმავს წელიწადში დაახლოებით 400 ათასი მანქანის გაყიდვას. სულ რაღაც ორი კვირის წინ კომპანიამ დააანონსა თავისი სადებიუტო ელექტრომობილი GV60, რომელიც წყობილია Hyundai E-GMP პლატფორმაზე. ბევრი არაფერია ცნობილი მანქანის ტექნიკური მახასიათებლების შესახებ, მაგრამ ავტომწარმოებელმა დააკონკრეტა, რომ მას ექნება მძლავრი უსადენო დამუხტვა WiTricity-ს მხარდაჭერა და სვლის მარაგი - 430 კმ. 

image.jpeg 

ფოტოზე: GV60 Genesis 

Genesis ნამდვილად არ შეჩერდება აქ. ავტომწარმოებელი წყალბადის საწვავის ელემენტებთან დაკავშირებულ ტექნოლოგიებს ერთ-ერთ პერსპექტიულ სფეროდ მიიჩნევს. ეს არის ეკოლოგიურად სუფთა საწვავი, მისი ნარჩენი პროდუქტი წყალი. Genesis-მა პირობა დადო, რომ წყალბადის მანქანები უფრო მძლავრი გახდება, ვიდრე ამჟამინდელი მოდელები. ტექნოლოგია ბაზარზე ერთ წელზე მეტია არსებობს, მაგრამ მის განვითარებას აფერხებს თანმხლები ინფრასტრუქტურის თითქმის სრული არარსებობა - მანქანების საწვავით გასამართი სადგურები ხელმისაწვდომი არ არის. 

წყალბადზე მომუშავე მანქანებს აქვთ მინიმუმ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა კლასიკურ ელექტრომობილებთან შედარებით: ეს გახლავთ საწვავის შევსების დრო, იგი  მხოლოდ 5-6 წუთს შეადგენს, რაც ბევრად მოკლე დროა, ვიდრე ელექტრო ბატარეის დამუხტვისთვის საჭირო დრო, თუნდაც მუდმივი ძაბვის მქონე მძლავრი დამტენი სადგურის გამოყენების შემხვევაში. თუმცა, Genesis ამჟამად ასევე მუშაობს ლითიუმ-იონური ბატარეების და ელექტროძრავების ტექნოლოგიების გაუმჯობესებაზე. 

მომდევნო წელს Genesis GV60-ს დაემატება ელექტრო სედანის ვერსია G80, გარდა ამისა მოსალოდნელია ელექტრო კროსოვერ GV70-ის დებიუტი. მოდელი GV60 მუშაობს Hyundai Motor Group-ის პლატფორმა E-GMP-ზე, უახლოეს დროში მას დაემატება კიდევ ერთი ან ორი ელექტრო პლატფორმა, რომლებიც საფუძვლად დაედება უფრო დიდი ზომის და სპორტულ მოდელებს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.