Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპიუტერულ ინდუსტრიაში წარსულში მრავალი უჩვეულო შთანთქმა იყო, მაგრამ ამჯერად ერთ-ერთ ყველაზე უჩვეულოზეა საუბარი. ამ მომენტისთვის AMD მდგომარეობა ადვილი არ არის: Intel სულ უფრო ძლიერად აწვება ბაზრის ზედა სეგმენტს, ხოლო ქვედაში ყოველდღიურად უფრო და უფრო საშიშად გამოიყურება ARM არქიტექტურიანი ჩიპები.

dell-logo1.jpg

რესურსმა Bloomberg ცოტა ხნის წინათ გაავრცელა ჭორები იმის შესახებ, რომ AMD-ს შიგნით ამჟამად გაცხარებულად განიხილება კომპანიის გაყიდვის პერსპექტივა. უკანასკნელ დროს AMD-ს მმართველ სტრუქტურაში ცვლილებები შეინიშნება, რაც შესაძლებელია ირიბად ადასტურებდეს ჭორს: წლის დასაწყისში გათავისუფლებული იყო შემსრულებელი დირექტორი დირკ მეიერი (Dirk Meyer), ხოლო სულ ცოტა ხნის წინათ — ოპერაციული დირექტორი რობერტ რივეტი (Robert Rivet). რესურსი Barronამტკიცებს, რომ AMD-ს წამყვანი ხელმძღვანელების გათავისუფლებები კომპანიის სერიოზულ ნაბიჯებზე მიუთითებს და ახმოვანებს ჭორს იმის თაობაზე, რომ Dell ჩიპების ცნობილი მწარმოებლის შეძენას გეგმავს.

რისთვის სჭირდება Dell-ს AMD? მიზეზი შესაძლოა იყოს კომპანიის სურვილი საკუთარი ჩიპებით თავისი კომპიუტერების, ტელეფონებისა და პლანშეტების აღჭურვა. უკანსკნელ დროს კომპიუტერების ყველა ამერიკელი მწარმოებელი, როგორებიცაა მაგალითად Apple, HP და Dell სამომხმარებლო ელექტრონიკის ფართო სპექტრის მიწოდებისკენ კომპანიების Samsung, Toshiba და Sony მსგავსად. ხოლო კომპანიებს Toshiba და Samsung საკუთარი ქვეგანყოფილებები აქვთ პროცესორების ARM საწარმოებლად. ამ პოზიციიდან AMD-ს შესაძენად Dell-ს მიზეზი აქვს. აღსანიშნავია, რომ AMD-ს ამჟამინდელი საბაზრო ღირებულება $6,25 მლრდ-ია, ამასთან Dell-ს $12 მლრდ თავისუფალი სახსრები გააჩნია, ასე რომ ფინანსური თვალსაზრისით გარიგება სავსებით შესაძლებელია.

წყარო: nexus404.com

  • Upvote 2

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.