Jump to content

Recommended Posts

Posted

აგვისტოს დასაწყისში Google-მა დააანონსა Pixel 6 სმარტფონების ხაზი საკუთარი წარმოების Tensor ჩიპსეტით, რომელიც ასევე ცნობილია კოდური დასახელებით Whitechapel. როგორც ჩანს, Google აგრძელებს მუშაობას სხვა პროდუქტების კომპონენტებზეც, რათა აამაღლოს საკუთარი მდგომარეობა კონკურენტებს შორის. 

image.jpeg 

ფოტო: Brooke Cagle, Unsplash 

კომპანიის უახლოესი გეგმები ცნობილი გახდა Nikkei Asia-სთვის. წყაროს თანახმად 2023 წლისთვის Google-ს მზად უნდა ჰქონდეს ახალი ჩიპი საფირმო ლეპტოპებისა და პლანშეტებისთვის. Google-ზე განსაკურებული გავლენა მოახდინა გასულ წელს Apple-ის მიერ უარის თქმა Intel-ის ჩიპებზე საკუარი წარმოების Arm-ჩიპ M1-ის სასარგებლოდ. Nikkei Asia-ს ინფორმაციით, Google იმედოვნებს Pixel 6-ის წარმატებას და დიდი მოცულობის სიმძლავრეს ჯავშნის მისი წარმოებისთვის. დიდი ალბათობით, კომპანიის სამომავლო სტრატეგია დიდწილად დამოკიდებული იქნება ახალი სმარტფონების გაყიდვაზე. 

Pixel 6-ის პრეზენტაცია უახლოეს თვეშია მოსალოდნელი, მანამდე კომპანია არ ასაჯაროვებს მოწყობილობის დეტალურ მახასიაებლებს. ცნობილია, რომ Tensor ჩიპსეტი აღჭურვილია სპეციალურ ბლოკ TPU-ით (Tensor Processing Unit), რომელიც განკუთვნილია მანქანურ სწავლებასთან დაკავშირებული ამოცანების აჩქარებისთვის, აგრეთვე გააჩნია ბლოკი Titan M2 უსაფრთხოებისთვის. სმარტფონებში აქტიურად იქნება გამოყენებული TPU ფოტოებისა და ვიდეოების ხარისხის გასაუმჯობესებლად, საუბრის ამოცნობისა და თარგმნისთვის, აგრეთვე სხვა ამოცანებისთვის, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტთანაა დაკავშირებული. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.