Jump to content

Recommended Posts

Posted

წყლისადმი სიფრთხილე არ არის ელექტრომობილებისთვის დამახასიათებელი თვისება მიუხედავად იმისა, რომ მათი ძრავები შეიცავს მაღალ ძაბვაზე მომუშავე ელემენტებს. ელექტრომობილების მწარმოებლები თავიდანვე ანიჭებენ მანქანებს წყლის დაბრკოლებების გადალახვის შესაძლებლობას. ჩინური წარმოების Tesla-ს არ ეშინია დატბორილ ქუჩებში მოძრაობის, Jaguar I-Pace-ს შეუძლია ნახევარმეტრიანი გუბის გადალახვა, პიკაპი Rivian R1T კი მას თითქმის ორჯერ აღემატება ამ მაჩვენებლით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Twitter, RJ Scaringe 

Rivian-მა სექტემბრიდან უნდა დაიწყოს მომხმარებლებისთვის პიკაპ R1T-ის პირველი ეგზემპლარების მიწოდება. მანამდე კი, როგორც electrek აღნიშნავს, ახალგაზრდა ამერიკული მანქანათმშენებელი კომპანია საზოგადოებას უზიარებს ახალი სატრანსპორტო საშუალების შესაძლებლობებს. Twitter-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში Rivian R1T გადის წყლით სავსე არხში. გარკვეულ მომენტში წყალმა თითქმის დაფარა ელექტრომობილის წინა ოპტიკა, რომელიც განთავსებულია ძრავის განყოფილების ხუფზე (კაპოტზე). 

ჯერჯერობით Rivian არ ასახელებს წყლის არხის ზუსტ სიღრმეს, თუმცა კომპანიის მიერ მითითებულია მანქანის გაბარიტული სიმაღლე ანტენის ჩათვლით - 1923 მმ. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ წინა ოპტიკის ხაზი დაახლოებით 900 მმ სიმაღლეზეა განთავსებული, წყლის სიღრმის მაჩვენებელი სერიოზულია. ცნობილია, რომ შიდაწვის ძრავზე მომუშავე მანქანებისთვის საფრთხეს წარმოადგენს სითხის მოხვედრა ცილინდრის ღრუში ჰიდროდარტყმის საშიშროების გამო, რაც ძრავს მწყობრიდან გამოიყვანს. ელექტრომობილებს არ აქვს ეს სისუსტე, მაგრამ ბორტის ქსელში გამტარების იზოლაცია მათთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. სითხეში დიდხანს გაჩერება ელექტრომობილს დადებითად ნამდვილად არ წაადგება, ასე რომ წყალში მოძრაობა მოკლე დროით - ეს არის გონივრული მაქსიმუმი, რომელსაც შეუძლია დაეყრდნოს ელექტრომობილის მფლობელი. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.