Jump to content

Recommended Posts

Posted
  1. image.png 

ინტერნეტ-გიგანტ Alibaba-ს მიერ მხარდაჭერილმა, ელექტრომობილების მწარმოებელმა Zhiji Auto-მ შექმნა აპლიკაცია, რომლის მეშვეობით მძღოლები შეძლებენ ციფრული ვალუტის გამომუშავებს გარკვეული კილომეტრაჟის დაფარვის შედეგად. ამის შესახებ განაცხადა ჟურნალისტმა კოლინ ვუმ. 

IM Zhiji-ს აპლიკაცია განკუთვნილია მზადებაში არსებული IM ბრენდის ელექტრომობილების მფლობელებისთვის. 

მაინინგ-პულში შესასვლელად ავტომობილების მფლობელებმა უნდა შეიყვანონ ინფორმაცია თითოეულ გავლილ კილომეტრზე. ჯილდოს სახით ისინი მიიღებენ ციფრულ ვალუტა Stone-ს. თავდაპირველად კომპანია გეგმავს დღეში 114-ჯერ 500 მონეტის გამოშვებას. ლიკვიდურობის შენარჩუნებისთვის ემისია ორჯერ შემცირდება ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ. 

აქტივის გაცვლა შესაძლებელია სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფის განახლებებზე ან  კომპანიის სხვა სერვისებზე. როდესაც მანქანა გაივლის 5000 კმ-ს, მის მფლობელს შეეძლება შეიძინოს Lidar Fusion - ახალი თაობის ინტელექტუალური მართვის სისტემა მონეტებისთვის ან გაზარდოს ბატარეის სიმძლავრე 120 კვტ/სთ-მდე სამი წლის ექსპლუატაციის შემდეგ. 

ელექტრომობილი IM გაყიდვაში 2022 წელს გამოვა. მწარმოებლის თქმით, იგი Tesla-ს ღირსეული კონკურენტი უნდა გახდეს - მისი სვლის მარაგი 1000 კმ-ს აღწევს. 

ივნისის დასაწყისში კანადურმა მანქანათმშენებელმა კომპანია Daymak-მა განაცხადა, რომ უშვებს სამსაბურავიან ელექტრომობილ Spiritus-ს მაინინგის ფუნქციით. 

იმავე თვეში დაიწყო მან Bitcoin-ის, Ethereum-ის, Dogecoin-სა და სხვა კრიპტოვალუტების სატესტო მოპოვება პირდაპირ ეთერში. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.