Magdalena Posted September 1, 2021 Posted September 1, 2021 Bloomberg-ის ცნობილი ჟურნალისტის მარკ გურმანის თქმით მრავალი წლის განმავლობაში პირველად Apple Watch-ის დიზაინში სერიოზული ცვლილებებია მოსალოდნელი. ჟურნალისტის თქმით, Series 7 სმარტ-საათებს "ბრტყელი ეკრანები და კიდეები ექნება". theverge.com ცნობილია, რომ დისპლეები ოდნავ უფრო დიდი იქნება Series 6-ში გამოყენებულ დისპლეებთან შედარებით. შესაძლოა კორპუსის ზომაც უფრო დიდი იყოს, ვიდრე ადრე - ყოველი მოდელის ზომა იზრდება 1 მილიმეტრით, 41-45 მმ-მდე. გარდა ამისა, გურმანის თქმით, Apple წარადგენს მრავალრიცხოვან „სკინებს“ ეკრანებისთვის იმისთვის, რომ გაამართლოს მათი ზომაში გაზრდა. განახლებული დიზაინის გარდა Series 7 მოდელებს უფრო სწრაფი პროცესორები ექნება. სენსორების სისტემაში განსაკუთრებული ცვლილებები მოსალოდნელი არ არის, არ არის გამორიცხული, რომ Apple-მა შესაძლოა დაუმატოს სხეულის ტემპერატურის სენსორი ახალ მოდელებს. დიზაინის განახლება გახდება Apple-ის ციკლის გაგრძელება, რომელიც გულისხმობს სმარტ-საათების განახლებას ყოველ სამ წელიწადში, უფრო კონკრეტულად - უნდა შეიქმნას ამგვარი განახლების ტრენდი. პირველად და უკანასკნელად Apple-მა შეცვალა Apple Watch Series 4-ის კორპუსის დიზაინი, ძირითადი ელემენტები შენარჩუნდა მეექვსე სერიამდე. კომპანია ახალ სმარტ-საათებს ტრადიციულად სექტემბერში აანონსებს, ამიტომ ახალი სმარტ-საათის რელიზამდე სულ ცოტა დრო დარჩა. გასულ წელს Series 6 და SE სერიის სმარტ-საათების პრემიერა გახდა სექტემბრის მთავარი ღონისძიება, iPhone 12-ის წარდგენა კი ოქტომბერში შედგა. https://bit.ly/3ynN8rK Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.